უშგულის თემს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს. 28 წლის ბექა ღვაჩლიანი აღნიშნულ პოსტზე ორი კვირის წინ კონკურსის წესით დაინიშნა.
როგორც AMBEBI,GE-ს თავად უყვება, ამ გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის მხრიდან მისადმი ნდობამ განაპირობა. ახალგაზრდა წარმომადგენელს თემის განვითარებისთვის ბევრი გეგმები აქვს და მის განხორციელებას მოსახელობის, თემთა საბჭოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური მთავრობის ჩართულობით აპირებს. გვიყვება, რომ უშგული დიდი გამოწვევების წინაშე დგას და მისთვის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება მიუღებელია.
"ჩემი სურვილი იყო ეს და კონკურსში მონაწილეობა მივიღე. ეს სურვილი გამყარებული
იყო მოსახლეობის მხარდაჭერითა და მათი მოთხოვნით. ნდობა გამომიცხადეს და ჩემი ვალი იყო პასუხისმგებლობა ამეღო. დღეს უშგული დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სწორი კომუნიკაცია უნდა იყოს ცენტრალურ მთავრობასთან, რადგან აქ არსებული პრობლემები თანმიმდევრულად გადაიჭრას. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია აქამდეც იყო, თუმცა, ეს არ იყო საკმარისი. მოსახლეობა ყურადღების მიქცევას ითხოვს, მათ რეალურად აქვთ საყოფაცხოვრებო პრობლემები. ახლიდან ჩამოვაყალიბე ყოფილი უხუცესთა საბჭო, რომელსაც დღეს სამოქალაქო საბჭო ჰქვია. ეს საბჭო თემში არსებული პრობლემების მოგვარებასა და მიმდინარე გამოწვევების ერთობლივად გადაწყვეტას ითვალისწინებს. დღეს ეს გამართლებული მგონია, რადგან არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. აქ ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხებია. მაგალითად, მიწების გადაფორმების საკითხი. ძალიან სენსიტიური თემაა, რდაგან მამა-პაპისეულ მიწებზეა საუბარი. ამაზე ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ აქ არიან უხუცესი ადამიანები, რომელთა აზრი გასათვალისწინებელია", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბექა ღვაჩლიანმა.
გაგრძელება