თაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი ყველაზე პოპულარული ქართველი გოგონაა, რომელსაც უცხოეთში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. თაკო ცნობილი ოჯახის ქალიშვილი და კარგად აღზრდილი გოგონაა.
მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია. მოდელის რჩეული ოთო ხუროძეა.
მარიამ გეგუჩაძე
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, ცნობილი დედის წყალობით, ბავშვობიდან პოპულარულია.
მარიამი საზღვარგარეთ სწავლობს და საქართველოში მიმდინარე პროცესებშიც აქტიურადაა ჩართული. ის
მარიამი სასურველი საპატარძლოა, სხვადასხვა დროს ის არაერთ ბიჭთან დააწყვილეს, თუმცა, ჯერჯერობით არ გათხოვილა და სწავლით არის დაკავებული.
ქეთო თოფურიძე
მსახიობ ეკა კახიანის მესამე ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე დახვეწილი და გემოვნებიანი გარეგნობით გამოირჩევა.
ქეთო ცნობილი ოჯახის დამსახურებით, პატარაობიდან პოპულარულია და მედიის ყურადღების ცენტრშიც ხშირად ხვდება. მას ერთხელ ჰყავდა შეყვარებული, თუმცა, ეს ურთიერთობა უმშვენიერესი გოგონასთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ქეთომ, როგორც მისმა უფროსმა დამ, ანასტასია თოფურიძემ, ისეთი პროფესია აირჩია, რომელიც ხელოვნების სფეროს არ მიეკუთვნება.
თამო ჯიშკარიანი
მოდელი და არაერთი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული თამო ჯიშკარიანი თბილისში ერთ-ერთი პოპულარული და სასურველი საპატარძლოა.
თამომ მოდელობას თავი რამდენიმე წლის წინ დაანება და ახლა საკუთარი პროფესიით, პიარის კუთხით ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.
მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, მისი გული თავისუფალია.
ანანო ღიბრაძე
მომღერალი და ჟურნალისტი ანანო ღიბრაძე მაყურებელმა 2009 წელს საბავშვო "იურმალას" მოგების შემდეგ გაიცნო. ანანო ახლა ზუკა ხუციშვილის ბენდის წევრია და წარმატებული სასიმღერო კარიერა აქვს.
ანანო სასურველი და პოპულარული საპატარძლოა, თუმცა, მისი გული უკვე დაკავებულია. ის ფეხბურთელ ლევან შენგელიას საცოლეა.
ხატია ბიბილურიძე
ხატია ბიბილურიძე პროფესიით ჟურნალისტია. ის საკუთარი ორიგინალური სტილის გამო, რამდენიმე უცხოური გამოცემის ფურცლებზეც მოხვდა. ხატიამ კავკასიის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა "ტელეიმედში" მუშაობს და ოლგა ბაბლუანის გადაცემის "რა დროს ძილიას" გუნდის წევრია.
მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, მისი გული თავისუფალია.
ნინუცა როსტიაშვილი
ნინუცა როსტიაშვილს შოუ-ბიზნესის სფეროში კარგად იცნობენ. 22 წლის ქერათმიანი გოგონა ტელეკომპანია "მუსიკბოქსის" ჟურნალისტი და "ფორტუნა პლიუსის" არჯეია.
ნინუცას შეხვდებით ყველგან, სადაც კულტურული წვეულებები ტარდება. საქმესთან ერთად, მას ღონისძიებებზე სტუმრის რანგშიც უწევს ყოფნა, რადგან სასურველი სტუმარია.
ნინუცამ გასულ წელს "მის საქართველოს" კონკურსზეც მიიღო მონაწილეობა. ის პროფესიით ჟურნალისტია.