18 სექტემბერი, 2019
ქართველი პრეზიდენტების სკანდალური რძლები და სიძეები
პრეზიდენტებისა და მისი ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესი ყოველთვის დიდია. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი პრეზიდენტების ოჯახის წევრებს არაერთხელ გავუნებივრებივართ საინტერესო ისტორიებით. წარმოგიდგენთ ქართველი პრეზიდენტების რძლებსა და სიძეებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

პირველი პრეზიდენტის შვილ ცოტნე გამსახურდიასა და მის ყოფილ ცოლს, სოფო ჩიკვილაძეს შორის დაპირისპირება წლები გაგრძელდა. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ. წყვილი იმდენად სკანდალურად დაშორდა, რომ გამწარებული სოფია ყოფილ ქმარზე სალაპარაკოდ, წლების წინ, გადაცემა „სიცრუის
დეტექტორშიც“ კი მივიდა. ციხიდან გამოსულმა ცოტნემ სოფოსთან ურთიერთობა არ აღადგინა. სოფო კი სამუშაოდ ჩინეთში წავიდა.

Rating

ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა წლების წინ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის ლაშა შევარდნაძისა და პიანისტ თათია შარანგიას დაშორება.. წყვილს ორი შვილი ჰყავს და დაშორებიდან საკმაოდ მალე თათიამ მეორე ოჯახი ბიზნესმენ სანდრო შელიასთან შექმნა. 21 წლის იყო სოფო შევარდნაძე, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. მაშინ ედუარდ შევარდნაძის სიძე კინაღამ ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გახდა. სოფომ რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ. თუმცა, ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა...

Rating

მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება ყველა პრეზიდენტისგან მაინც გამორჩეული იყო. ყველა ახალგაზრდა ქალზე ვრცელდებოდა ჭორი, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში პრეზიდენტის გვერდით აღმოჩნდებოდა. თუმცა, სააკაშვილი დღემდე ოფიციალურად ინარჩუნებს ოჯახს სანდრა რულოსვთან. ჭორი კი მისი და სოფია ნიჟარაძის ერთად ყოფნის შესახებ, არაერთხელ გავრცელდა და მედიაში დაიწერა კიდეც. გამოქვეყნდა წყვილის ფოტოები და ვიდეო, როდესაც ევროპაში ერთ-ერთ კონცერტს დაესწრნენ.

Rating

სააკაშვილის რძლები გახდნენ მისი პრეზიდენტობის დროს თბილისის ორი ულამაზესი გოგონა, ელენე დუმბაძე და ლიკა ევგენიძე. გოგონებმა მაშინდელი პრეზიდნეტის ბიძაშვილებზე იქორწინეს და ამერიკაში წავიდნენ საცხოვრებლად. თუმცა, შვილების შეძენის შემდეგ, ორივეს ქორწინება მალევე გაყრით დასრულდა და ლიკა კარიერას სამშობლოში აგრძელებს.

Rating

მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედუარდი რამდენიმე თვის წინ ებრაული წარმოშობის მადინა მელაზე დაქორწინდა. თუმცა, ექსპრეზიდენტის შვილი პირადი ცხოვრების აფიშირებას ერიდება და ამ თემაზე მედიასთან არ კონტაქტობს.

Rating

ერთგვარ ხუმრობის საგნად იქცა გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაუსრულებელი დაჭრის სერია. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი გერის, მაშო ჩიჩუას ქმარი რამდენიმეჯერ დაჭრეს. გოგოჭურის განგსტერული ქრონიკა ციხეში გაგრძელდა. ჩიჩუას ქმარი, ამჟამად სასჯელს იხდის. სკანდალური არ ყოფილა სიძე, მაგრამ პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი მამის გაპრეზიდენტების დღიდან არაერთ სკანდალში გაეხვა. მოულოდნელი იყო მისი ქორწინება გიგი ჩიჩუასთას, რომელიც შვილის შეძენიდან მალე, განქორწინებით დასრულდა.

Rating

სალომე ზურაბიშვილის ვაჟი, თემურ გორჯესტანი, თავისი ეპატაჟით ალბათ ცოლს მთელი ცხოვრების მანძილზე დაჩრდილავს. გამორჩეული მიმიკებითა და საუბრით, თემური ქართული მედიის გემრიელ ლუკმად არაერთხელ იქცა. ალბათ რთულად თუ მოახერხებს მისი მეუღლე, ფრანგი კონსტანსა ისეთი რამე გააკეთოს, რომ დედამთილის სამშობლოში ქმრის პოპულარობა გადაფაროს, თუმცა, ყველაფერი ჯერ წინ აქვთ.

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS