"ლელოს" 12 ახალ წევრს შორის ერთადერთი ბიზნესმენია - გიორგი მორდეხაშვილი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უცხოეთიდან საქართველოში სულ ახლახანს დაბრუნდა.
მორდეხაშვილი რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში კომპანია „გუდვაინში“ 25%-იან წილს ფლობს.
საქართველოში ჩამოსვლამდე ბიზნესმენი ნიცაში ცხოვრობდა. გიორგი მორდეხაშვილი ნიცაში ფლობს პრესტიჟულ რესტორან „ლანგუსტს“, რომელიც 2016 წელს გახსნა. გაგრძელება