16 სექტემბერი, 2019
როგორ ეცვათ სელებრითების პირველკლასელ შვილებს სკოლაში
დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლა გა­ნახ­ლდა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის, სრუ­ლი და ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბით, 700-მდე სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

AMBEBI.GE-ს ყუ­რა­დღე­ბა იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებ­მა მი­ი­პყრეს, რომ­ლე­ბიც წელს პირ­ვე­ლად წა­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში.

მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ოჯახ­ში დღე­ვან­დელ დღეს ორ­მა­გი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ, რად­გან წელს სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მი­ვი­და რო­გორც ნი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძე, ასე­ვე მისი დის ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძის ვაჟი ლადო. პა­ტა­რე­ბის­თვის მშობ­ლებ­მა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა შე­არ­ჩი­ეს. ისი­ნი ერთ
კლას­ში ის­წავ­ლი­ან. მათი კლა­სე­ლი იქ­ნე­ბა მომ­ღე­რალ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის შვილის, ელე­ნე ხუ­ციშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლიც.

ნი­ნიმ ქა­ლიშ­ვი­ლის პირ­ველ დღეს სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა, გო­გო­ნა სკო­ლა­ში დე­ი­დამ მი­იყ­ვა­ნა, რად­გან დედა საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS