11 სექტემბერი, 2019
15 000-ლარიანი საათი, ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე და რა კავშირი აქვს მის მეუღლეს ვანო ზარდიაშვილის ოჯახთან
სა­ქარ­თვე­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა აქვს. იუ­რის­პუ­დენ­ცი­ი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი მდი­ნა­რა­ძე, რო­გორც ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, ხში­რად ახ­მო­ვა­ნებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მთა­ვარ გზავ­ნი­ლებს და შე­სა­ბა­მი­სად, კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლშიც არა­ერ­თხელ მოხ­ვედ­რი­ლა.



ამ­ჯე­რად, AMBEBI.GE "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბით და ქო­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს მისი არა­პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის მე­უღ­ლე ნა­თია კუნ­ჭუ­ლია გახ­ლავთ. წყვილს ორი შვი­ლი - გუ­რამ და კატო მდი­ნა­რა­ძე­ე­ბი ჰყავთ. 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტი რვა წლით უფ­რო­სია მე­უღ­ლე­ზე.


Rating


2019 წლის იან­ვარ­ში შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის
მი­ხედ­ვით, მდი­ნა­რა­ძის მე­უღ­ლე - ნა­თია კუნ­ჭუ­ლია სა­ჯა­რო უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. კერ­ძოდ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ა(ა)იპ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში საქ­მის­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია, სა­დაც მის­მა თა­ნამ­დე­ბობ­რივ­მა სარ­გომ 2018 წელს 30 900 ლარი შე­ად­გი­ნა.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს არა­ერ­თხელ წა­მო­ა­ძა­ხეს დე­პუ­ტატ ვანო ზარ­დი­აშ­ვილ­თან ნა­თე­სა­ო­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ზარ­დი­აშ­ვილ­მა მი­იყ­ვა­ნა მდი­ნა­რა­ძე „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“.

ზარ­დი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თი­ნა­თინ აბ­რა­ლა­ვა და მდი­ნა­რა­ძის მე­უღ­ლე ნა­თია კუნ­ჭუ­ლია ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. თი­ნა­თინ აბ­რა­ლა­ვა წარ­სულ­ში პარ­ტია "აღორ­ძი­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის ან­ზორ აბ­რა­ლა­ვას შვი­ლია, ნა­თია კუნ­ჭუ­ლია - აბ­რა­ლა­ვას დის­შვი­ლი.


Rating
მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ფლობს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ფერ­წე­რულ ტი­ლო­ებს. მისი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია, 2010 წელს შე­ძე­ნი­ლი ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ტილო, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 16 000 ლა­რია. ასე­ვე მდი­ნა­რა­ძემ 2013 წელს ეკა­ტე­რი­ნე ბაღ­და­ვა­ძის ფერ­წე­რუ­ლი ტილო შე­ი­ძი­ნა 8 000 აშშ დო­ლა­რად, ხოლო 2014 წელს შე­ძე­ნილ ეკა­ტე­რი­ნე ბაღ­და­ვა­ძის ორ ფერ­წე­რულ ტი­ლო­ში - 15 000 და 12 000 დო­ლა­რია გა­დახ­დი­ლი. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS