09 სექტემბერი, 2019
ყველაზე მორწმუნე ქართველი „სელებრითები“
ქართველი ვარსკვლავებისთვის ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა როგორც ინტერვიუებში, ასევე სოციალურ ქსელში პირად მოძღვრებსა და რელიგიაზე საუბარი. ისინი ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ რომელიმე ტაძარში ატარებენ დროს ან იღებენ ფოტოებს მამაოებთან.

წარმოგიდგენთ ყველაზე მორწმუნე ქართველ „სელებრითებს“.


თაკო გაჩეჩილაძე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაეხვა სკანდალში, როდესაც ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წმინდა ნიკოლოზი ესიზმრა და უთხრა ყოფილი მეუღლისთვის ყველაფერი ეპატიებინა. ამ თემას სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თაკო საქართველოში ცხოვრებისას პერიოდულად სტუმრობდა ბოდბის მონასტერს.

Rating

მონასტრის დედები: დედა თამარი, დედა თეოდორა განსაკუთრებით უყვარს. ამბობს, რომ თავდაპირველად მონასტერში ცხოვრება გაუჭირდა, რადგან ბოროტი ძალები ებრძოდნენ. თუმცა, ბოლოს ისე შეეჩვია, ტაძარში დარჩენაზეც კი ფიქრობდა. ცოტა ხნის წინ მომღერალს გოგონა შეეძინა და მშობიარობის შემდეგ პატრიარქს დაურეკა და მისი თხოვნით, ბავშვს გაბრიელა დაარქვა.

Rating


ლევან ჯიბღაშვილის ფრაზა - „მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის“, რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში იუმორის საგანი გახდა. ეს სიტყვები მილიონერმა „სელებრითმა“ მას შემდეგ თქვა, რაც ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოგეხსენებათ, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით გახლდათ დაკავებული. ჯიბღაშვილი ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა საკუთარ რელიგიურობაზე და ალბათ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ბოლო განსაცდელისთვისაც მადლობა უფალს გადაუხადა. უფრო მეტიც, მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებს შორის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობაც წარადგინა.

Rating

ეკა ბესელიას ღრმადმორწმუნეობაზე ლეგენდები დადის. მას არაერთხელ უსაუბრია ინტერვიუებში პირად მოძღვარზე, ახლობელ დედაოზე, რომელიც სამეგრელოში მათთან სახლში ცხოვრობს. მისი მოძღვარი ჯვრის მონასტრის წინამძღოლი, ბერი მამა კონსტანტინეა. „22 წელია, მყავს მოძღვარი და ის არის ჩემი მრჩეველი“, - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსი. ოთხი წლის წინ სკანდალში გაეხვა ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა, რომელსაც ედავებოდნენ, რომ მისმა მეგობარმა ბარში ახალგაზრდა მოკლა, რა დროსაც თავადაც იქ იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ ბესელიამ განაცხადა, რომ მისი შვილი მის მოძღვართან ერთად სამეგრელოში იყო.

Rating

სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩია ხშირად საუბრობს საკუთარი მოძღვარის შესახებ, უფრო მეტიც, თეა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ნებართვას მისგან იღებს.

Rating

„ყოველთვის მწამდა, მაგრამ ხუთოსანი ეკლესიური ცხოვრებით ბოლო ათი წელი ვიცხოვრე – 38 წლიდან. მახსოვს, ღამე ჩამოვფრინდი საფრანგეთიდან და გადავწყვიტე, დამსახურებული დასვენება მომეწყო, ჩემი ოჯახი ტაძარში მიდიოდა და მე სახლში უნდა დავრჩენილიყავი. ჩემი შვილი – მირიანი შემობრუნდა და მკითხა, დედა, შენ ღმერთის არ გწამსო? კი-მეთქი, ვუთხარი და აბა, რატომ არ მოდიხარო, – გაიოცა. გიჟივით წამოვხტი, ჩავიცვი და ისე აღმოვჩნდი ტაძარში, ვერ გავიგე. მამაომ აღსარება მათქმევინა და პირველი აღსარებისას იმხელა მადლი ვიგრძენი...“, - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში.

Rating

ღრმადმორწმუნეა ასევე ხატია სიჭინავა, რომელიც წლებია, რელიგიურ ცხოვრებას ეწევა. ხატიამ პირველ გოგონას გაბრიელა - მამა გაბრიელის საპატივსაცემულოდ დაარქვა. ფეხმძიმობის პერიოდში მცხეთაში წმინდანის საფლავზე იმყოფებოდა და მაშინ თქვა, რომ თუ ბიჭი შეეძინებოდა, გაბრიელს დაარქმევდა. თუმცა, პირველი შვილი გოგონა აღმოჩნდა. მან პირობა მაინც შეასრულა და ბავშვს გაბრიელა დაარქვა.

Rating

მართალია, სკანდალები არ აკლია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, მაგრამ ამასთან ერთად, ის ღრმადმორწმუნე ადამიანია. ის ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა ტაძრიდან ფოტებს და საპატრიარქოს ხშირი სტუმარიცაა. ალბათ გახსოვთ, ჭიდაობის ფედერაციაში განხეთქილების შემდეგ, ერთგვარი შერიგება სწორედ იქ მოხდა. გეგეშიძე რამდენიმე თვის წინ მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის ცემისთვის დაკავებულიც გახლდათ, მაგრამ 5000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს.


როგორც ხედავთ, ყველაზე ღრმადმორწმუნე "სელებრითები", სწორედ ის ადამიანები არიან, ვისი სახელებიც სკანდალებთან ასოცირდება, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ ასეთი ღვთისმოსაობის გამო ეშმაკი ებრძვით. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
...
ფარისევლობა, როგორც ასეთი....
20:19 / 09-11-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS