რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას მოისწრაფიშვილი, ამ საკითხის დაკონკრეტებისას ირკვევა, რომ კომუნიკაციების დეპარტამენტში დარჩენის შესახებ ხატია მოისწრაფიშვილის პოზიცია ცნობილი არაა.
“ჯერჯერობით აქ არის ხატია. უბრალოდ, ახლა არის ბიულეტინზე და რამდენიმე დღეში გაირკვევა და თქვენც გეცოდინებათ მისი პოზიცია”, – განუცხადეს “ფორტუნას”.
თანამდებობის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლებული ნოდარ მელაძის მხარდამჭერი ფეისბუქპოსტი
„არსებობს მორალი და წითელი ხაზი, რომელიც არასდროს დამირღვევია, არც მომავალში ვაპირებ! რაც მომწონდა, მომწონს ახლაც, რაც მიუღებელი იყო, არ მივიღებ მომავალშიც. სულ ეს არის. მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, რომელიც შემხვდა და ჩემი თანამგზავრი გახდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთის გაცნობით გამაბედნიერებს ცხოვრება,“ – ხატია მოისწრაფიშვილის ეს პოსტი ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როცა მისი პრეზიდენტის პრესსამსახურის პოსტიდან გათავისუფლება/გადადგომაზე გავრცელდა ინფორმაცია.
იმას, რომ პოსტი სწორედ მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს, ადასტურებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერის, ჟურნალისტის მანანა მანჯგალაძის გამოხმაურებაც, რომელიც დღეს მან ხატია მოისწრაფიშვილის გვერდზე გამოაქვეყნა.
თუმცა, მანჯგალაძე ასევე წერს, რომ მომხდარის მიზეზი კიდევ უფრო სხვაა და გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ითქვა.
„არასდროს ვსაუბრობდით სამსახურის საქმეებზე, არც ახლა და არც მაშინ. პატივს ვცემდით ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მაშინაც და ახლაც, მერე რა რომ სხვადასხვა პოზიცია გვქონდა. ასე გვესმის ჩვენ მეგობრობა, ურთიერთობა, დამოკუდებულება…ზუსტად ვხვდები რა წითელი ხაზები იყო და ზღვარიც მორალთან.. მეც მაქვს სათქმელი ჩემს მეგობარზე რომელთანაც მაშინაც ვმეგობრობდი როცა “თურმე” არ უნდა მემეგობრა (მაგრამ არ მახსენდება ვინმეს ეთქვას არ იმეგობროო, ეს მგონი ხშირად საკუთარი გადაწყვერილებით ხდება და არა ვინმეს მითითებით) და ახლაც, როცა თურმე არ უნდა მემეგობრა… მომხდარის მიზეზი კიდევ უფრო სხვაა და გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ითქვა,“ – წერს მანანა მანჯგალაძე.