მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა. პარლამენტი უკვე განიხილავს გახარიას მიერ წარდგენილ მომავალ მინისტრთა კაბინეტს. ბუნებრივია, საზოგადოებას მომავალი პრემიერის თაობაზე ყველაფერი აინტერესებს, მით უფრო, რომ მისი ეკონომიკის თუ შს მინისტრობისას მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.
როგორც გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, მისი მეუღლე 1983 წლის 10 აპრილს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა. წყვილს 8 წლის ანნა ჰყავს. მარიკა ფანცულაია პროფესიით ექიმ-ბაქტერიოლოგია და "ავერსის" ცენტრალურ ფილიალში მუშაობს. ამის თაობაზე ინფორმაცია კლინიკის ვებგვერდზე იძებნება.
გიორგი გახარიამ
ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 30 მაისს შეავსო. დეკლარაციის მხიედვით, მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა RAV4, რომელიც 2016 წელს 22 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
გაგრძელება