04 სექტემბერი, 2019
ქართველი პოპულარული სახეები, რომლებიც დედინაცვლები არიან - როგორი ურთიერთობა აქვთ „სელებრითებს“ გერებთან
ქართველი ვარსკვლავები მეორედ, მესამედ დაოჯახების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევიან. საზოგადოებას აინტერესებს მათი ახალი ოჯახის  შესახებ დეტალები, როგორი ურთიერთობა აქვთ მეუღლის პირველ ცოლთან, შვილებთან...

თუმცა, თანამედროვეობამ მოიტანა და რიგ შემთხვევებში სელებრითები მეუღლეების წინა ქორწინებებიდან შეძენილ შვლებთან, ხანდახან ყოფილ ცოლებთან მეგობრობენ კიდეც. საბედნიეროდ, ზღაპრებიდან წამოსული დედინაცვლისა და გერის მითი უკვე დიდი ხანია დამსხვრეულია.

წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც გერებთან მეგობრობენ კიდეც.


ნინა წკრიალაშვილი მართალია ჯერ მესამედ არ დაოჯახებულა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ის სწორედ შემოდგომაზე იქორწინებს წარმოშობით ლიბანელ
ილიას აზარზე.

Rating

ნინა უკვე დიდი ხანია, საყვარელ ადამიანთან ერთად საბერძნეთში ატარებს დროს. ილიასი სოციალურ ქსელში საკუთარი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ჯერჯერობით დედინაცვალთან ერთად არ პოზირებს, მაგრამ როგორც ჩანს, იდეალური ურთიერთობა აქვს მამასთან.

ჯანეტ ქერდიყოშვილი პროდიუსერ და ტელეწამყვან ნოე სულაბერიძის მესამე ცოლია. ნოეს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს. ბავშვებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ დედინაცვალთან და ზაფხულში რამდენიმე დღე ზუგდიდში ერთად დაისვენეს.

Rating

ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის ქორწინება უამრავ წელს ითვლის, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ მამულიჩას პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი - ნიკო ჰყავს. ლელას გერთან დაოჯახებიდან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ხშირად იღებდნენ ფოტოებს და ახლა, როდესაც ნიკოს უკვე საკუთარი ოჯახი და შვილი ჰყავს, ლელა ხშირად პოზირებს პატარა შვილიშვილთან ერთად.

Rating
Rating

ქეთა თოფურია და ლევ გეიხმანი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდნენ. მართალია, მათი იდილია დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ წყვილი დღემდე ინარჩუნებს ურთიერთობას და ჭორი მათი შერიგების შესახებ არაერთხელ გავრცელდა. გეიხმანს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი სოფია ჰყავს, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ქეთა პერიოდულად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

Rating

ლელა კილაძე ცნობილი არამხოლოდ გიგი უგულავას, მაშინდელი მერის ცოლობით, არამედ სკანდალური ქორწინებებით გახდა.
ლელა ამჯერად მესამედ გახლავთ დაოჯახებული გუკა რჩეულიშვილზე. ლელამდე გუკა ერთხელ იყო დაქორწინებული ნუცა კუხიანიძეზე და წყვილს საერთო შვილი კატო ჰყავთ.

Rating
Rating

კატოს დედინაცვალ, ლელა კილაძესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ლელა ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს კატოსა და მისი და გუკას საერთო შვილი, თრინითინსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

Rating
ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, ადმინისტრაციაში საკუთარი გერი დაასაქმა. ზურაბიშვილის მეორე ქორწინებიდან ჯანრი კაშიასთან ორი გერი ნანა კაშია და მარიამ ჰადძი ჰყავს. მედიამ მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი, როდესაც განაცხადა, რომ ნანა კაშია პრეზიდენტთან მუშაობს.
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დონ კიკო
ეს პენსიონერი ქალი დადის, მოგზაურობს სახელმწიფოს ხარჯზე, აქვს ხელფასი და ამბობს ბევრ უაზრობას. ასაქმებს თავისიანებს, იწყალებს მკვლელებს და ნორმალურად ვერ მეტყველებს ქართულად. ეს არის ჩვენი პრეზიდენტი.
17:50 / 04-09-2019
გამოხმაურება / 0 /
გია
გორსალები - წკრიალაშვილი და კილაძე,თავიანთი დათხლაშულ-დასილიკონებული ტუჩებით,არსად დაგეკარგოთ!
16:01 / 04-09-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS