როგორც ამბობენ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემა, უახლოეს კვირებში ეთერში გავა. ამ გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილმა "რუსთავი 2" დატოვა, ნაწილი ძველ, მაგრამ განახლებულ გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს. AMBEBI.GE დილის გადაცემის წამყვანს ანი გიუნტერს ესაუბრა. ის არხზე საქმიანობას აგრძელებს და მიაჩნია, რომ ვინმეს წასვლა-არწასვლაზე კომენტარის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედის.
"კონკრეტულად მე რაც მეხება, იმას გეტყვით, რომ "რუსთავი 2"-ზე მუშაობას ვაგრძელებ. ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ გუნდი უკვე სამუშაო რეჟიმშია. სწორედ ახლა
გვაქვს საცდელი სინჯის ჩაწერა თანაწამყვანებთან, რომელთა სახელებისა და გვარების გაგება, დამერწმუნეთ, ყველას გააკვირვებს. სპორტულ ჟურნალისტებს საკუთარ საქმიანობაში საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ და ძალიან ღრმა ცოდნაც. ამიტომ ასეთ ადამიანებთან მუშაობა კომფორტულია. ასევე შერჩეულები არიან ინტერნეტმიმომხილველები, თუმცა მათ გვარებს ჯერჯერობით ვერ დავსახელებ, ისინი საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები არიან.
რაც შეხება ჩვენს ყოფილ პროდიუსერს, იცით, რომ მან საკუთარი ძალების სხვა სივრცეში მოსინჯვა გადაწყვიტა, მაგრამ არის ლიკუნა ნოზაძე, რომელსაც ბევრი ადამიანი იცნობს და ჩვენთვის საყრდენი ძალაა, აქვს ასევე ჟურნალისტური გამოცდილებაც და გვიხარია, რომ პროდიუსერის რანგში ისევ ჩვენი გუნდის წევრად მოგვევლინა. გადაცემის დაგეგმვაში ჩართულია გიორგი ქორქიაც და ახალი ძალებით, შემართებით და პასუხისმგებლობით განაგრძობს საქმიანობას... ჩემთვის გუნდი არის შეკრული და მიხარია.
გაგრძელება