04 სექტემბერი, 2019
"არცერთი მათგანისგან ჩემზე ირიბი დაძალების მომენტიც არ ყოფილა..." - ანი გიუნტერი "რუსთავი 2"-ზე რჩება
რო­გორც ამ­ბო­ბენ, "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მა, უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში ეთერ­ში გავა. ამ გა­და­ცე­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ნა­წილ­მა "რუს­თა­ვი 2" და­ტო­ვა, ნა­წი­ლი ძველ, მაგ­რამ გა­ნახ­ლე­ბულ გუნდთან ერ­თად მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს. AMBEBI.GE დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვანს ანი გი­უნ­ტერს ესა­უბ­რა. ის არხზე საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს და მი­აჩ­ნია, რომ ვინ­მეს წას­ვლა-არ­წას­ვლა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის.

"კონ­კრე­ტუ­ლად მე რაც მე­ხე­ბა, იმას გე­ტყვით, რომ "რუს­თა­ვი 2"-ზე მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებ. ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის და­წყე­ბის თა­რი­ღი ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ გუნ­დი უკვე სა­მუ­შაო რე­ჟიმ­შია. სწო­რედ ახლა
გვაქვს საც­დე­ლი სინ­ჯის ჩა­წე­რა თა­ნა­წამ­ყვა­ნებ­თან, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის გა­გე­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლას გა­აკ­ვირ­ვებს. სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვთ და ძა­ლი­ან ღრმა ცოდ­ნაც. ამი­ტომ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია. ასე­ვე შერ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან ინ­ტერ­ნეტ­მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი, თუმ­ცა მათ გვა­რებს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ დავ­სა­ხე­ლებ, ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი არი­ან.

რაც შე­ხე­ბა ჩვენს ყო­ფილ პრო­დი­უ­სერს, იცით, რომ მან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის სხვა სივ­რცე­ში მო­სინ­ჯვა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ არის ლი­კუ­ნა ნო­ზა­ძე, რო­მელ­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს და ჩვენ­თვის საყ­რდე­ნი ძა­ლაა, აქვს ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც და გვი­ხა­რია, რომ პრო­დი­უ­სე­რის რან­გში ისევ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რად მოგ­ვევ­ლი­ნა. გა­და­ცე­მის და­გეგ­მვა­ში ჩარ­თუ­ლია გი­ორ­გი ქორ­ქი­აც და ახა­ლი ძა­ლე­ბით, შე­მარ­თე­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ნაგ­რძობს საქ­მი­ა­ნო­ბას... ჩემ­თვის გუნ­დი არის შეკ­რუ­ლი და მი­ხა­რია. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS