02 სექტემბერი, 2019
"ფეისბუქით" მხოლოდ ოჯახები აღარ ინგრევა და იქმნება - TOP 4 ამბავი, რომელიც სოციალური ქსელით შევიტყვეთ
თანამედროვე სამყარო სოციალური ქსელის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, საქართველომ ამ მხრივ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ქართველები ოჯახებს ანგრევენ ფეისბუქით, ლანძღავენ ერთმანეთს, დღეს კი ქვეყნის პრემიერ მინისტრი გადადგა ფეისბუქით.
სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა მან საზოგადოებას იმის შესახებ, რომ მთავრობის მეთაური გადადგა.

„რეიტინგი“ გთავაზობთ 4 ყველაზე ცნობილ ამბავს, რომლებიც საქართველომ „ფეისბუქით“ გაიგო.


ვახო სანაიას ყოფილმა ცოლმა ქმრის ახალი დაქორწინების ამბავი „ფეისბუქით“ გაიგო
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია სტომატოლოგზე დაქორწინდა.

Rating
სანაიამ ახალი ცოლი მაშინ
მოიყვანა, როცა ცოლი უკვე ჰყავდა. ჟურნალისტის დაქორწინების შესახებ მისმა ცოლმა ნათია გაბუნიამ ფოტოებიდან გაიგო და სოციალურ ქსელში დაწერა.


ვახო სანაიას მესამე ცოლი სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია.

ეკა მიშველაძის და ბუკა პეტრიაშვილის „ლავ სთორი“ ფეისბუქმა გაამჟღავნა

2015 წელს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჟურნალისტის და პოლიტიკოსის ერთობლივი ფოტო და ასევე ინფორმაცია მათი ურთიერთობის შესახებ.

Rating

ბუკა პეტრიაშვილის პირად გვერდზე ეკა მიშველაძესთან არსებული ურთიერთობის შესახებ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია 2015 წლის 2 აგვისტოს ღამეს გავრცელდა და ეს ინფორმაცია თავად წყვილისთვისაც სიურპრიზი იყო.

ეკა და ბუკა მალევე დაქორწინდნენ და ულამაზესი ქორწილიც გადაიხადეს.


ნინა წკრიალაშვილის სკანდალური ვიდეო
2019 წლის დადგომისთანავე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მომღერალი ნინა წკრიალაშვილი.
როგორც მომღერალმა დაადასტურა, ფეისბუქის პირად ჩატში ადამიანებს გაუგზავნეს ინტიმური ხასიათის ვიდეო, სადაც ნინა წკრიალაშვილია გადაღებული.
როგორც ია ფარულავას გადაცემაში ნინამ განაცხადა, მას „აიქლაუდი“ ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა გიორგი შელეგიამ გაუტეხა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS