02 სექტემბერი, 2019
"იმათ კარებთანაც დაიჩოქებს შიმშილი და უსამართლობა ვინც დღეს არხეინად იყურება საკუთარი ფანჯრებიდან"
მსახიობი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია როინიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის საქართველოს მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

გია როინიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ერთადერთი რამ რაც ამ ხელისუფლებას აძლიერებს საზოგადოების დაქსაქსულობაა! გაერთიანების დროა! წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე ქვეყანა აღარ იარსებებს!

ციხეები სავსეა სინდისის და პოლიტიკური პატიმრებით, ქვეყანაში ტოტალური შიმშილია, ხალხი დაუცველია! ეკონომიკა აღარ არსებობს!

ხვალ და ზეგ იმათ კარებთანაც დაიჩოქებს შიმშილი და უსამართლობა ვინც დღეს არხეინად იყურება საკუთარი ფანჯრებიდან (ან რა ფასი აქვს არხეინობას როცა საკუთარი ფანჯრებიდან
მხოლოდ დამშეული, განადგურებული, თვალებდათხრილი ქართველობა ჩანს)!

ეს გარდაუვალია! ოკუპაციის ხაზი დღეს მთელ საქართველოზე გადის! მტრის ნატვრა ასრულებულია: დაბეჩავებული, წელში გატეხილი, დაქსაქსული, გაბოროტებული, გადასარჩენად ქუჩაში დაგდებული საქართველო! ერთობის დროა! ძალა ერთობაშია"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
იოსები
მერე ვინ მოწამლა წყლის სათავე, სხვისკენ რომ იშვერ ხელს, არხეინად მომზირალები იყავით მთელი ნაცხროვა და ერის დამოძღვრაც დაიწყეთ, სიმართლესთან თქვენ საერთოდ რა შეხება გაქვთ...
22:12 / 03-09-2019
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ეს ის საქართველოა, რომელიც თქვენ დატოვეტ. სამწუხაროდ ამათმა ბევრი ვერაფერი დაამატეს.
14:33 / 03-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ანა
შენ რომ მიშას ეთაყვანები უკვე ყველაფერი ნათელია. კარგს ვერაფერს ხედავ, გინდათ ომი, არეულობა, ქვეყნის წინსვლა არ გიხარიათ. მიშას დროს რა,.. ხალხი მაძღარი იყო?? თქვენ ხალხი კი არ გადარდებთ ხელისუფლების დამხობა გინდათ.(ეგ კარგად გამოგდით} ,,ბართლომეს" ღამეს უწყობდით ვინც თვალში არ მოგეწონებოდათ. შენ თვითონ დიდი თაღლითი და არამზადა ხარ.
10:20 / 03-09-2019
გამოხმაურება / 0 /
გოგა
შენ დროს ციხეებზე რას გვეტყოდი?მაშინ ცხეში ვინ გყავდათ და რგრ ექცეოდით? სირცხვილია ვინ და შენ მიმართავ გაერთიანებისკენ? როცა ახალგაზრდები მოხოცეთ ქუჩაში და ბიზნეს ატერორებდით ,მაშინ გეცინა ?თუ ახალი რომანით იყავით დაკავებული?
00:54 / 03-09-2019
გამოხმაურება / 0 /
მახო
შენთან დაიჩოქა?თავის დროზე იგივეს არ აკეთებდით? მოინანიეთ?
17:10 / 02-09-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS