26 აგვისტო, 2019
"მინდოდა ბავშვის სქესი დამემალა, სახლში რომ მოვიდა, რაღაცნაირად მექცეოდა...“ – ანუკი არეშიძე
დიზაინერი ანუკი არეშიძე შვილებზე საუბრობს. როგორც გადაცემა „სთორიში“ დიზაინერმა განაცხადა, ბავშვებმა მისი ორსულობის შესახებ გაიგეს, როცა მეექვსე თვეში იყო. თუმცა, სქესს ყველას უმალავდნენ.

„მინდოდა, რომ კახასთვის დამემალა. ისე მოხდა, რომ ექიმმა კახას დაურეკა და უთხრა, ყველაფერი კარგად არის და გილოცავთ, ესეც ბიჭიაო. სახლში რომ მოვიდა, რაღაცნაირად მექცეოდა, და მივხვდი, რომ ექიმს ჰქონდა დარეკილი, რადგან იმ დღეს მეილზე პასუხს ველოდი. არადა ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ სქესს არ გავიგებდით", – იხსენებს ანუკი არეშიძე.
მისი თქმით, მისმა მესამე
ვაჟმა ვაჩემ დღემდე ვერ აღიქვა, რომ ნიკოლა მისი ძმაა.

„მეუბნება ხოლმე, შენი ბავშვი ტირის და მიხედეო. უფროსი ორი ძალიან გახარებული იყვნენ“, – ამბობს ანუკი არეშიძე.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სარა
საყვარელი გოგო ანუკი
16:39 / 26-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS