26 აგვისტო, 2019
რა გარიგებას სთავაზობდა "ქართული ოცნება" "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორის ყოფილ მოადგილეს
გიორგი ლაფერაშვილი, რომელიც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, განცხადებას აკეთებს.

ის ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მას ერთგვარ გარიგებას სთავაზობდა.

"“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატებაც. აბსოლუტურად გაურკვეველია, რამდენიმე დღის წინ სალიამ რა დამატოვებინა, როდესაც 19 ივლისის დილით, ანუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე “რუსთავი 2”. ეს ჩემმა ხელქვეითებმა და ზემდგომმა პირებმაც იცოდნენ. ისე, მათი თხოვნა, რომ შვებულება დამეწერა და ამ ფორმით წავსულიყავი, გავითვალისწინე.
უკან მიბრუნებას რომ არ ვაპირებდი, ყველამ იცოდა. ხალვაშს თუ პრობლემა აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან, შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რა საჭირო­ იყო ეს ერთთვიანი კატათაგვობანა? თუ ასე ძალიან უნდა “კურიერი”, რომლის შესახებაც თვალცრემლიანი ლაპარაკობდა თათბირებზე, გაუგებარია, ეს რა გაითამაშა? თავის დროზე, 2006 წელს, ისე მივედი მის ტელევიზიაში სამუშაოდ, სანამ არ წამოვე­დი, საჭიროდ არ ჩაუთვლია, გამარჯობა ეთქვა“, - ლაფერაშვილმა “კვირის პალიტრასთან” საუბარში განაცხადა.



ლაფერაშვილის თქმით, მას გარკვეულ გარიგებასაც სთავაზობდნენ.

ის აცხადებს, რომ გარკვეული პირები მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობენ.

„ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ ვიღაცის ხელფასს ვჭამდი, რომ თანამშრომლებს­ შიოდათ და მე მაძღარი ვიჯექი. მარტო თანხის გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს თანხის მიღების უწყისებიც ააფრიალონ. შავი პიარის აგორებას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს მივმართო საპასუხო სარჩელით პატივისა და ღირსების შელახვისთვის“, - განაცხადა ლაფერაშვილმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტასიკო
აბა ტაში,ეგ რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს შენ აქამდე ცხრაჯერ დაასახელებდი იმ"დაახლოვებული" პირის ვინაობას,ამიტომ რამე სხვა მოიგონე,მაგაზე მეტი ფანტაზია არ გყოფნის,ვის რაში ჭირდები,რომელი ნიჭით გაჯერებული ხარ,შენ ამით იმ ნაცხროვაში გინდა ქულები დაიწერო,არიქა და რა მაგარი ვარ რომ ბიძინა მეხვეწება,ამ ტყუილებით შენი ნაცხროვა აბოლე გაიგე ბიჭოოოოოოო????????არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ
11:27 / 29-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS