22 აგვისტო, 2019
„თავისუფლება არ იყიდება“ – „რუსთავი 2“ „შაბათის სხვა შუადღის“ წამყვანებმაც დატოვეს
დათო ტურაშვილმა, ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა და ლაშა ბუღაძემ „შაბათის სხვა შუადღე“ დატოვეს. ამის შესახებ მათი ერთობლივი განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში აღნიშნულია:

„სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც – ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც
ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ani
კარ,გიტ რა, არ გრცხვენიატ? რატომ "გვანერვიულებტ" ასე? ":-) ჰაჰაჰ ა. წადიტ, დატოვეტ, არავის აინტერესებს ტკვენი "მჭერმეტყველება". :-)
07:38 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
აკაკი წერეთელი
ვაი თქვენს პატრონს.
06:22 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
იზი
თავისუფლებაც იყიდება ისევე, როგორც თეთრი გედი დაიდგამს უნაგირს. არ იყიდება თუ ბიძინა ყიდულობს , მაგრამ ძალიან საეფიანსდ თუ სააკაშვილი ყიდულობს. მაგალითად რუსთავი 2-იც საკმარისია
03:24 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
კობრა
თავისუფლებაზე რომ დაიწყებ რუსთავი ორის კოლექტივი საუბარს ე.ი თქვენს ტვინებში რაღაც ისე ვერ არის
18:55 / 22-08-2019
გამოხმაურება / 0 /
tazo
ბუღაძემ თუ დატოვა დაგვერხა:)):)))
17:36 / 22-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS