22 აგვისტო, 2019
„თავისუფლება არ იყიდება“ – „რუსთავი 2“ „შაბათის სხვა შუადღის“ წამყვანებმაც დატოვეს
დათო ტურაშვილმა, ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა და ლაშა ბუღაძემ „შაბათის სხვა შუადღე“ დატოვეს. ამის შესახებ მათი ერთობლივი განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში აღნიშნულია:

„სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც – ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც
ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
გასაოცარი!..
უკაცრავად, მაგრამ რისი "თავისუფლების" დეფიციტს განიცდით ამ ხელისუფლების პირობებში? - თქვენს ნაწარმოებებს ბლოკავს პოლიტიკური ცენზურა, ეკრანიდან ცოცხალ-მკვდარს ვერ აგინებთ, ვისაც მოგეპრიანებათ - ბიძინადან და პრეზიდენტიდან დაწყებული, რომელიღაც საკრებულოს რიგითი ჩინოვნიკით დამთავრებული, 9 აპრილის მემორიალზე ვერ ცეკვავს რომელიმე ტრანსგენდერი თუ რითი ხართ შებოჭილები?
20:00 / 29-08-2019
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სამი მუშკეტერი. აბა გამოიცანით, დარტანიანი რომელია.
00:06 / 27-08-2019
გამოხმაურება / 0 /
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
ტვ პირველ-ში მიდიხართ, თუ რუსთაველზე? გიჟი, რომ თავისუფალია, ვითომ ეგ არ იციან.
18:22 / 25-08-2019
გამოხმაურება / 0 /
Niko
Tavisufleba ara torola!mamali nacebi arian.
12:10 / 24-08-2019
გამოხმაურება / 0 /
დიახ!
დიახ ქვეყანა არ იყიდება,მაგრამ რუსთავი 2-ი ქვეყანას ყიდდა წლების განმავლობაში "თავის მართალი სიტყვით",თქვენ თუ ფიქრობთ,რომ რუსთავი 2-ი გმირია წერეთ ასეთ გმირებზე,თქვენ ხომ კალამი გიჭრით და მომავალ თაობას დაუტოვეთ რუსთავი 2-ის საქმენი საგმირონი.
22:50 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
o5
დარჩენილიყავით უნდა, აწი ნიკას იმედზე ყოფნა, ან ხაზარაძეზე სწორება,დიდი ალბათობით,უიმედოა.
11:47 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
მოგვარე
მე ასე გეტყოდი ლაშა, გვარს ნუ არცხვენ.
11:27 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
ძალიან ცუდია,როდესაც თავისუფალსა და უზრდელ ,პარტიულ ტელევიზიებს შორის განსხვავებას ვერ ნახულობთ ასეთი "დიდი მწერლები".
10:59 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
Teo
თქვენ ხომ გვარებს ამართლებთ: ბ უ ღ ა ძ ე და ტ უ რ ა შ ვ ი ლ ი , "მაგარი მწერლები"
10:39 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ნონა
იმდენი სისულელეები აქთ ნალაპარაკები რომ პასუხს გაურბიან სიმართლე ასე რომ ადრეც უნდ ცასულიყავით ისეთ ცრუ ხსიათის გადცემა მიგყავდთ კარგად ბრცნდებოდეთ გეყოთ რასაც ურეცხავდით ტყვის ხალხს
10:24 / 23-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS