“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ საინფორმაციო გამოშვების, „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
პროტესტს ფეისბუქის პირად გვერდებზე გამოხატავენ: თეონა გეგელია, ნანა ლეჟავა, ნატალია მახვილაძე,
საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
მოგვიანებით, ფილმთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა. გაგრძელება