08 აგვისტო, 2019
როგორ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებენ ამ სეზონზე უპირატესობას ყველაზე ცეცხლოვანი სელებრითები
ზაფხულისთვის გოგონები განსაკუთრებულად ემზადებიან და ცდილობენ, შესაშურ ფორმაში იყვნენ, თუმცა, ამას ყველა ნამდვილად ვერ ახერხებს, ან უბრალოდ ამის სურვილი აქვს და სანაცვლოდ არანაირ ხერხს არ მიმართავს.
საცურაო კოსტიუმი ზაფხულის ერთ-ერთი განუყრელი ატრიბუტია, სადაც ჩვენი ფორმების ყველა ნაკლი და მომხიბვლელობა სრული სიზუსტით ჩანს.

„რეიტინგმა“ ქართველი სელებრითების საზაფხულო ფოტოებს გადაავლო თვალი და დაინტერესდა, როგორ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებენ უპირატესობას.

ქეთა თოფურია


მომღერალი ქეთა თოფურია საზაფხულო კურორტების დიდი მოყვარულია. ის ზამთარშიც კი ზაფხულის კურორტებს ანიჭებს უპირატესობას და თბილ ქვეყნებში
ისვენებს. ქეთა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხშირად უზიარებს საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს.


Rating

თუ მისი ინსტაგრამის ფოტოებით ვიმსჯელებთ, ქეთას განსაკუთრებულად თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმები უყვარს, ეს გასაკვირი არც არის, ის შესაშურ ფორმაშია და რუჯი თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმში უფრო შთამბეჭდავად ჩანს.
ქეთასთვის საცურაო კოსტიუმის ფასს და ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს. ბოლოს მან ინსტაგრამზე ქართველი დიზაინერის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს კოსტიუმი  სულ რაღაც 50 ლარი ღირს.

Rating

შორენა ბეგაშვილი
მსახიობი შორენა ბეგაშვილი მუდმივად ცდილობს, შესანიშნავად გამოიყურებოდეს, ზამთარში ის ვარჯიშობს, ზაფხულში კი თავისუფალ დროს საცურაო აუზზე ან მზიან კურორტზე ატარებს. მას შემდეგ, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეზე გათხოვდა, მზეზე უფრო მეტ დროს ატარებს, რადგან წყვილი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს, სადაც საცურაო აუზიც აქვთ.

Rating





ლიზა ყენია
მომღერალი ლიზა ყენია საკუთარ გარეგნობაზე მუდმივად ზრუნავს და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, რაც მის გარეგნობაზე ნამდვილად აისახება. ლიზა ამჯერად ზაფხულს იბიცაზე ატარებს, სადაც დასთან ერთად ისვენებს.
ახალგაზრდა მომღერალმა ინსტაგრამზე სანაპიროსა და საცურაო აუზზე გადაღებული რამდენიმე ფოტო გააზიარა. ამ ფოტოებს მისი თაყვანისმცემლების აღფრთოვანება მოჰყვა.



Rating

ლიზას ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმები უყვარს. რაც შეეხება ფერებს, ის უპირატესობას ანიჭებს როგორც ფერად, ასევე მუქი ფერის საცურაო კოსტიუმებს.

Rating

ქრისტინე იმედაძე
მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში ატარებს. ქრისტინე მეგობართან, მიშა გასიტაშვილთან ერთად ისვენებს.


სიმღერისა და ტელევიზიის პარალელურად, ქრისტინემ რამდენიმე წლის წინ, დიზაინერობაც დაიწყო. საკუთარ შექმნილ სამოსს ქრისტინე თავადაც ირგებს და არც საცურაო კოსტიუმებია გამონაკლისი.

Rating

შარშან მან ფერადი ერთიანი საცურაო კოსტიუმები შექმნა და თავადაც ასეთ საცურაო კოსტიუმებს იცვამდა. წელს კი შექმნა ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმები, რომლებსაც მაღალი წელი აქვს და ქრისტინეს სხეულს უფრო მიმზიდველს ხდის.

თაკო ნაცვლიშვილი

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში იშვიათად აზიარებს აუზზე ან ზღვაზე გადაღებულ ფოტოებს, თუმცა, მაინც შეიძლება იმის მიხვედრა, თუ როგორ კოსტიუმებს ანიჭებს ამ სეზონზე უპირატესობას გოგონა, რომელიც მსოფლიოს არაერთი ბრენდის სახეა.

თაკოს ჭრელი ფერის საცურაო კოსტიუმები უყვარს. აქვს როგორც ორნაწილიანი, ასევე მთლიანი საცურაო კოსტიუმები.


Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სოსო
ამათში,მხოლოდ თაკო ნაცვლიშვილი მომწონს ძალიან და რომ არ დაგიმალოთ,ტანსაცმლიანი,გაცილებით უფრო მელამაზება.რაღაცნაირად სითბოს აღგიძრავს გულში.ეროტიკულს კი არა,ადამიანურს.ეს .გაცილებით უფრო ფასეულია.
10:49 / 12-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვინ გეკითხებათ ვინ რას იცმევს? თქვენ არ გაცვიათ კუპალნიკები ? რა უნახავივით იქცევით ყველაფერი გიკვირთ
16:03 / 08-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS