საცურაო კოსტიუმი ზაფხულის ერთ-ერთი განუყრელი ატრიბუტია, სადაც ჩვენი ფორმების ყველა ნაკლი და მომხიბვლელობა სრული სიზუსტით ჩანს.
„რეიტინგმა“ ქართველი სელებრითების საზაფხულო ფოტოებს გადაავლო თვალი და დაინტერესდა, როგორ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებენ უპირატესობას.
ქეთა თოფურია
მომღერალი ქეთა თოფურია საზაფხულო კურორტების დიდი მოყვარულია. ის ზამთარშიც კი ზაფხულის კურორტებს ანიჭებს უპირატესობას და თბილ ქვეყნებში
თუ მისი ინსტაგრამის ფოტოებით ვიმსჯელებთ, ქეთას განსაკუთრებულად თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმები უყვარს, ეს გასაკვირი არც არის, ის შესაშურ ფორმაშია და რუჯი თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმში უფრო შთამბეჭდავად ჩანს.
ქეთასთვის საცურაო კოსტიუმის ფასს და ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს. ბოლოს მან ინსტაგრამზე ქართველი დიზაინერის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს კოსტიუმი სულ რაღაც 50 ლარი ღირს.
შორენა ბეგაშვილი
მსახიობი შორენა ბეგაშვილი მუდმივად ცდილობს, შესანიშნავად გამოიყურებოდეს, ზამთარში ის ვარჯიშობს, ზაფხულში კი თავისუფალ დროს საცურაო აუზზე ან მზიან კურორტზე ატარებს. მას შემდეგ, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეზე გათხოვდა, მზეზე უფრო მეტ დროს ატარებს, რადგან წყვილი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს, სადაც საცურაო აუზიც აქვთ.
ლიზა ყენია
მომღერალი ლიზა ყენია საკუთარ გარეგნობაზე მუდმივად ზრუნავს და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, რაც მის გარეგნობაზე ნამდვილად აისახება. ლიზა ამჯერად ზაფხულს იბიცაზე ატარებს, სადაც დასთან ერთად ისვენებს.
ახალგაზრდა მომღერალმა ინსტაგრამზე სანაპიროსა და საცურაო აუზზე გადაღებული რამდენიმე ფოტო გააზიარა. ამ ფოტოებს მისი თაყვანისმცემლების აღფრთოვანება მოჰყვა.
ლიზას ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმები უყვარს. რაც შეეხება ფერებს, ის უპირატესობას ანიჭებს როგორც ფერად, ასევე მუქი ფერის საცურაო კოსტიუმებს.
ქრისტინე იმედაძე
მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში ატარებს. ქრისტინე მეგობართან, მიშა გასიტაშვილთან ერთად ისვენებს.
სიმღერისა და ტელევიზიის პარალელურად, ქრისტინემ რამდენიმე წლის წინ, დიზაინერობაც დაიწყო. საკუთარ შექმნილ სამოსს ქრისტინე თავადაც ირგებს და არც საცურაო კოსტიუმებია გამონაკლისი.
შარშან მან ფერადი ერთიანი საცურაო კოსტიუმები შექმნა და თავადაც ასეთ საცურაო კოსტიუმებს იცვამდა. წელს კი შექმნა ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმები, რომლებსაც მაღალი წელი აქვს და ქრისტინეს სხეულს უფრო მიმზიდველს ხდის.
თაკო ნაცვლიშვილი
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში იშვიათად აზიარებს აუზზე ან ზღვაზე გადაღებულ ფოტოებს, თუმცა, მაინც შეიძლება იმის მიხვედრა, თუ როგორ კოსტიუმებს ანიჭებს ამ სეზონზე უპირატესობას გოგონა, რომელიც მსოფლიოს არაერთი ბრენდის სახეა.
თაკოს ჭრელი ფერის საცურაო კოსტიუმები უყვარს. აქვს როგორც ორნაწილიანი, ასევე მთლიანი საცურაო კოსტიუმები.