01 აგვისტო, 2019
"ხშირად მესიზმრება ჩემი სოფელი, კახეთი მენატრება ყველაზე მეტად"
ყოფილი მთავარი პროკურორი ზურა ადეიშვილი ინტერვიუების მოყვარული არ არის, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა.

ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიას „იუთუბ არხისთვის“ ინტერვიუ მისცა, სადაც პირად თემებზეც ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, ენატრება თუ არა მას საქართველო, ადეიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა. „საქართველო ძალიან მენატრება. ხშირად მესიზმრება, მესიზმრება მხოლოდ ჩემი სოფელი. კახეთი მაკლია ყველაზე ძალიან. რაც წამოვედი, დედა არ მინახავს, ძალიან მძიმეა ეს მისთვის. შეძლებისდაგვარად ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ რთულია კომუნიკაცია სოფელში. მამა იყო ჩამოსული, დე
დას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ვერ მოახერხა“, - განაცხადა ადეიშვილმა.

ნიკა გვარამია ასევე დაინტერესდა იმით, რა ენატრება ყველაზე მეტად ქართული სამზარეულოდან ყოფილ პროკურორს.
„ბევრი რამე მენატრება. ქართული სამზარეულო მარტო სამზარეულო არ არის. დაუმსახურებლად მაგარი სამზარეულო გვაქვს. შეუძლებელია, ასეთ პატარა ერს ჰქონდეს ასეთი მრავალფეროვანი და კარგი სამზარეულო“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სოსო
"დაუმსახურებლად კარგი სამზარეულო გვაქვს ქართველებს"საქართველოში ყველაფერი მოსწონთ,ქართველების გარდა და ამ ქართველების მიერვე შექმნილი კულტურაც კი არ ემეტებათ ქართველებისათვის ამ არაკაცებს.დააბრუნე ნაძარცვი,მოუხადე ბოდიში ქვეყანას,მოიხადე სასჯელი,რომელც მინიმალურადაც კი ვერ გამოისყიდის სასჯელს და შემდეგ მოკრძალებით ითხოვე,საქართველოს მიწაში შენი ძვლების ჩაყრა. საქართველოს ნოსტალგიამ უნდა შეგჭამოთ თქვენ და თქვენისთანები და არ გაღირსოთ საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა.აი მაშინ გაიგებთ,საქართცელო ქვების გროვაა მხოლოდ,თუ რაღაც უფრო მეტი. თავის შეცოდებას ცდილობენ ეს სისხლისმსმელები
10:39 / 12-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS