ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიას „იუთუბ არხისთვის“ ინტერვიუ მისცა, სადაც პირად თემებზეც ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, ენატრება თუ არა მას საქართველო, ადეიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა. „საქართველო ძალიან მენატრება. ხშირად მესიზმრება, მესიზმრება მხოლოდ ჩემი სოფელი. კახეთი მაკლია ყველაზე ძალიან. რაც წამოვედი, დედა არ მინახავს, ძალიან მძიმეა ეს მისთვის. შეძლებისდაგვარად ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ რთულია კომუნიკაცია სოფელში. მამა იყო ჩამოსული, დე
ნიკა გვარამია ასევე დაინტერესდა იმით, რა ენატრება ყველაზე მეტად ქართული სამზარეულოდან ყოფილ პროკურორს.
„ბევრი რამე მენატრება. ქართული სამზარეულო მარტო სამზარეულო არ არის. დაუმსახურებლად მაგარი სამზარეულო გვაქვს. შეუძლებელია, ასეთ პატარა ერს ჰქონდეს ასეთი მრავალფეროვანი და კარგი სამზარეულო“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.