30 ივლისი, 2019
ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართელების უცნობი მეუღლეები
სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბას ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ხში­რად სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს, ზოგს არ უყ­ვარს პი­რად­ზე სა­უ­ბა­რი, ზოგი კი ცდი­ლობს, მისი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ვი­ნა­ო­ბა სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ი­ნა­ხოს, თუმ­ცა, ამით უფრო მეტ ინ­ტე­რესს აჩენს და, შე­სა­ბა­მი­სად, და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რი რჩე­ბა.

AMBEBI.GE იმ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლებ­საც ოჯა­ხე­ბი ჰყავთ, თუმ­ცა, მე­ო­რე ნა­ხევ­რებს არას­დროს აჩე­ნენ.

მაკა კვი­ცი­ა­ნი

Rating

დი­ზა­ი­ნე­რი მაკა კვი­ცი­ა­ნი "მას­ტერ შეფ­ში" გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ თბი­ლი­სის გარ­კვე­უ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ აქვთ,
მაკა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მაკა "ინ­სტაგ­რამ­ზე" დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.



ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია. 2000 წელს და­ამ­თავ­რა კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 1999-2001 წლებ­ში მუ­შა­ობ­და უოლ სტრიტ­ზე, სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია Basic International Development Corporation-ში პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად. 2002 წელს და­ამ­თავ­რა Cass Business School London (City University)-ის მა­გის­ტრა­ტუ­რა, კორ­პო­რა­ტი­ულ ფი­ნან­სებ­სა და რის­კის მე­ნე­ჯმენ­ტში. 2002-2003 წლებ­ში მუ­შა­ობ­და საკ­რე­დი­ტო კვლე­ვის ჯგუფ­ში Elgin Capital-ში. 2003-2008 წლებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და BM Capital-ში ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. 2009 წლი­დან შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი BK Capital-ის პრე­ზი­დენ­ტი, 2017 წლი­დან კი ასე­ვე "m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.



დალი ჩი­ტა­ლა­ძე

Rating

დალი ჩი­ტა­ლა­ძე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს თბი­ლის­ში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კონ­სერ­ვა­ტო­რია, წლე­ბის წინ, დალი ჩი­ტა­ლა­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და მისი მთა­ვა­რი პრო­ფე­სია მოდა გახ­და. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS