AMBEBI.GE იმ ცნობილი ქართველების მეორე ნახევრებით დაინტერესდა, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ, თუმცა, მეორე ნახევრებს არასდროს აჩენენ.
მაკა კვიციანი
დიზაინერი მაკა კვიციანი "მასტერ შეფში" გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მის მიმართ ინტერესი მხოლოდ თბილისის გარკვეული წრის წარმომადგენლებს არ აქვთ,
ახალგაზრდა დიზაინერის ქმარი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია. 2000 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის მიმართულებით. 1999-2001 წლებში მუშაობდა უოლ სტრიტზე, საკონსულტაციო კომპანია Basic International Development Corporation-ში პროექტის კოორდინატორად. 2002 წელს დაამთავრა Cass Business School London (City University)-ის მაგისტრატურა, კორპორატიულ ფინანსებსა და რისკის მენეჯმენტში. 2002-2003 წლებში მუშაობდა საკრედიტო კვლევის ჯგუფში Elgin Capital-ში. 2003-2008 წლებში მოღვაწეობდა BM Capital-ში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2009 წლიდან შოთა ბერეკაშვილი BK Capital-ის პრეზიდენტი, 2017 წლიდან კი ასევე "m² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.
დალი ჩიტალაძე
დალი ჩიტალაძე ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალის სტატუსით სარგებლობს თბილისში. დამთავრებული აქვს კონსერვატორია, წლების წინ, დალი ჩიტალაძე საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა და მისი მთავარი პროფესია მოდა გახდა. გაგრძელება