29 ივლისი, 2019
"ისე გავუშვათ ქოცები, რომ არ დაბრუნდნენ ნაცები!" - ვინ არიან ამღერებული ახალგაზრდები, რომლებიც "20.06"-ის სახელით გამოჩნდნენ
ინტერნეტში ახალგაზრდული მოძრაობა 20.06 გამოჩნდა.
"ფეისბუქზე" მათ მიერ გამოქვეყნებულ მუსიკალურ ვიდეოს თან ახლავს ტექსტური აღწერა, რომელსაც უცვლელად, სტილის დაცვით გთავაზობთ:

"მომავალი პარლამენტი, მომავალ თაობას ‼
‼ისე გავუშვათ ქოცები, რომ არ დაბრუნდნენ ნაცები ‼
მოძრაობა 20.06 ეს პატრიოტებია, რომლეთაც გულწრფელი პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ, არ მოსწონთ მთავრობის პოლიტიკა.ზოგი გამოვიდა მიტინგზე, ზოგიც მხარს უჭერდა შეძლებისდაგვარად.
თავისი აქტიური ქმედებებით, მოძრაობამ და ერთობამ შეძლო სამ დღეში გაეკეთებინა ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა ოპოზიციამ და ვერც ნაცებმა: მოიპოვა პროპორციული სისტემით არჩევნები და გადააყენა პარლამენტის თავჯდომარე. სამწუხაროდ მოძრაობა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, როგორც ორგანიზებული ძალა და არ ყავს გამოკვეთილი ლიდერები. მოძრაობას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თუ იქნება ახალგაზრდობის, უფროსი თაობის მხარდაჭერა და ნდობა.
ბოლო პერიოდში აქციის ორგანიზატორებში იმძლავრა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს გავლენამ. გაუგებარი დარჩა: რა არის პერსპექტივა?! ვინ უნდა მოვიდნენ მომავალ პარლამნეტში ?!
მიგვაჩნია, რომ მომავალი პარლამენტიში ისე უნდა გავუშვათ ქოცები,რომ არ დაბრუნდნენ ნაცები. სასურველია ახალგაზროდა თაობიდან აღმოცენდნენ ახალი პოლიტიკური ლიდერები და მომავალი პარლამნეტის წვრები.
პარლამენტი უნდა ჩაიბაროს იმ თაობამ, რომელბიც არიან პროფესიონალები თავიანთ საქმებში, გააჩნიათ თანამედროვე ხედვები და რაც მთავარია არ გაუვლიათ კომუნისტური ეპოქა და არ გააჩნიათ მონური მენტალიტეტი.
ვისაც ეჭვი გეპარებათ დაფიქრდით, ნუთუ თქვენს გარშემო არ მოიძებნებიან ადმიანები ვინც ღირსეული პარლამენტარები იქნებიან ?!
მოგიწოდებთ გავიზიარეთ თქვენ აზრები, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო, შეარჩიეთ ლიდერები და წარადგინეთ ღირსეული მომავალი პარლამენტის კანდიდატები. თქვენ გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა."
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS