29 ივლისი, 2019
" ყველაზე ლამაზი ქალი მაშინ არის, როცა მისი საყვარელი ადამიანი მასზე ზრუნავს და ბედნიერია" -
დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ყოველთვის მოვლილად და ლამაზად გამოიყურება. თუ როგორ უვლის ეკა თავს, როგორია მისი თავის მოვლის ხრიკები და მიმართავს თუ არა პლასტიკური ჩარევებისთვის თავის მეუღლეს, კოტე მათითაშვილს, ეკა თავად გვიამბობს:

როგორია შენი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა?
- თავის მოვლას "რუტინას" ვერ დავარქმევ, თუმცა, ასე უწოდებენ.
საღამოს აუცილებლად ვიბან სახეს მაკიაჟისგან სპეციალური ქაფისმაგვარი საპნით. ვთვლი, რომ მხოლოდ ესეც საკმარისია, იმდენად კარგი და ეფექტური საშუალებაა. ის არა მარტო აშორებს მაკიაჟს, არამედ ატენიანებს კანს, ასხივოსნებს და კანი
თითქოს
შიგნიდან ბრწყინავს. ვხმარობ სახის შრატს და დამატენიანებელს ლიფტინგით. ასევე, 6 თვეში ერთხელ ვცდილობ, სახის დასატენიანებლად მივმართო ესთეტიკის ცენტრებს.

Rating

თავის მოვლა რა ასაკიდან დაიწყე?
- არ მახსოვს, მაგრამ 27 წლიდან მივაგენი იმ კონკრეტულ მოვლის საშუალებებს, რასაც დღემდე ყოველდღიურად ვიყენებ. ამ კითხვით მივხვდი, რომ ძალიან ერთგული ვარ. 10 წელი გამოდის, რაც ერთსა და იმავე პროდუქტს არ ვღალატობ.

Rating

სახლში დამზადებულ ნიღბებს თუ მიმართავ სახის კანისთვის?
- არა, ადრე გამიკეთებია და მივხვდი, რომ ჩემი კანისთვის არ არის მისაღები. მაგალითად, არაჟანი მიცხიმიანებს კანს, მაწონი მიშრობს, თაფლი ალერგიას მაძლევს და ასე შემდეგ. მე პირადად, ვერავის ვერ გავუწევ რეკომენდაციას, სახლის პირობებში სამზარეულოდან აღებული მასალები სახეზე დაიდოს. ძალიან სავალალო შედეგი აქვს ასეთ ცდებს, დამიჯერეთ. ზოგადად, მიყვარს იმპროვიზაციები და ცდების ჩატარება. ამიტომ თამამად შემიძლია გირჩიოთ. პროფესიონალებს ჰკითხეთ, კონკრეტულად თქვენი კანის ტიპს რა მოუხდება. წყალი სვით! წყალი არის ელექსირი ახალგაზრდობის და მშვიდი ძილი. ეს ორი რამეა, რაც არც ფინანსებს საჭიროებს და ვერანაირი ძვირად ღირებული მოვლის საშუალება ვერ შეცვლის. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
კვლავ შენი კახა
მენატრები კვლავ და კვლავ გელი
19:23 / 30-07-2019
გამოხმაურება / 0 /
K..A
ეკაა ეკაააააა აჰაჰაჰაჰაჰჰააჰ ძაან სასაცილო ხარ ძანნ
12:43 / 30-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Hაჰაჰაჰაჰა
ძააან მეცინება ამათზეე ესე ერთმანეთს რო აგმერთებენ ჯერ და მერე უპსსს
21:41 / 29-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ეკაია სომონ ბარო ბარო
ტიპშაა ეგა ... ხიროსიმო ნაგასაკი ტყუპი ძმები გონია ლექსიკააქ იმენა ძმაა ცუცქი ბრატიშკა
19:59 / 29-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS