16 ივლისი, 2019
"არც ნაცი ვარ, არც ქოცი - მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც ვზარალდები ამდენი ხანია" - თეა დარჩიას ინტერვიუ მის გარშმო ატეხილ სკანდალზე
ცნობილმა ქართველმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა თეა დარჩიამ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავისი სტუდიის თედასის აღსაზრდელებთან ერთად, ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე თვალზე ხელაფარებული ცეკვავს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არსებობენ ისინი ვინც ცნობილ მოცეკვავეს ამ ფორმით ცეკვას უწონებს და არიან ისეთებიც, ვინც თვლის რომ ამ ფორმით დარჩიამ ბავშვები პოლიტიკაში გარია და ამის გამო მკაცრად აკრიტიკებენ.
ეს ჟესტი სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეც-რაზმელებთან შეტაკების შედეგად, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.






„რეიტინგი“ თეა დარჩიას დაუკავშირდა.

- რატომ გაგიჩნდათ ცეკვაში ამ ჟესტის გამოყენების იდეა?

- მე ნებისმიერ რეპეტიციას ვიღებ და თუ მომეწონება სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ. ეს ვიდეო დიდი ხნის წინ გადავიღე, იმ საშინელი დღეების შემდეგ რაც მოხდა. ბავშვებს ვუთხარი ვცადოთ ცალი თვალით ცეკვა და ასე გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც აქციაზე თვალი დაკარგა-მეთქი. ამას სხვის მდგომარეობაში ჩაყენების და ტკივილის გაზიარების ფორმა ჰქონდა.

პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია. თუ კომუნიზმს, ძალადობას, ოკუპაციას და ტირანიას აპროტესტებ გაწერენ, თითქოს ნაცების წარმომადგენელი ხარ. არც ნაცი ვარ, არც ქოცი - მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც ვზარალდები ამდენი ხანია. ვზარალდებით ადამიანები რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნით, თავისუფლება და მონობისგან გათავისუფლებული თაობის გაზრდა და ჩვენი საქმის გაკეთება გვინდა.

Rating

შეურაცხყოფასაც გააჩნია, გული გამისკდა... ასეთი ღვარძლიანი და ტვინამღვრეული ხალხი თუ არსებობდა საქართველოში არ მეგონა. ტკივილი განვიცადე უსამართლობის გამო. როცა პირდაპირ გინებით და ლანძღვით იწყებ საუბარს ნებისმიერ თემაზე, არავის აღარ აინტერესებს ამის მერე რას ამბობ.

არ ხარ საინტერესო და მოსმენადი. საშინელი ფორმა და კომუნისტური სტილი პირდაპირ მარტყამს იქ სადაც მტკივა. პედაგოგი ვარ და მთელი შეგნებული ცხოვრება რასაც ვებრძვი იმას მაბრალებენ. მე პიროვნებებს ვზრდი და არა რობოტებს. ცეკვა არის განთავისუფლება, თუ არ გათავისუფლდა ადამიანი მენტალურად ტვინის დამთრგუნველი აზრებისგან და მონური მენტალიტეტისგან, ის ვერ იცეკვებს. ძალადობა და მონობა დიდი სირცხვილი და დანაშაულია, ვინც არ მეთანხმება, მას ვერაფერს ვერ ვასწავლი.

ადამიანი სიყვარულს უნდა ქადაგებდეს, ღმერთმა დამიფაროს ბავშვების პოლიტიკური მიზნით გამოყენება ვცადო. თავიანთ მიზანს მიაღწიეს, გული ძალიან მატკინეს, დიდი იმედგაცრუება მაქვს.

Rating

- თქვენ თუ იყავით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე?

- იმ ღამესაც იქ ვიყავი და ყოველ ღამეს იქ ვარ. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი იქ უნდა ყოფილიყო. ეს არც ლგბტ და არც ნაცების აღლუმია.

ეს არის ახალი თაობის პროტესტი, რომელიც დაიღალა იმ მარაზმისგან რაც ხდება ამდენი წელი. მგონი საკმარისად გავაფუჭეთ უკვე ყველაფერი და დავანებოთ თავი ამ ბავშვებს. დროა, თავიანთი სუფთა ხელებით ავაწყობინოთ ყველაფერი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მანჩო
ჰოდა იცეკვე და აკეთე შენი საქმე, ვინ გიშლის? ამ მარაზმს კიდევ თავი დაანებე და ბავშვებს ნუ რევ ამ საქმეში. შენისთანები აქეზებენ ახალგაზრდებს და ერეკებიან ცხვრებივით ამ აქციებზე :(
19:27 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
იბერი
რეკლამას უკეთებს თავისს სკოლას და ამ დროს პოლიტიკაში რთავს სრულიად უკანონოდ ბავშვებს . პირველი -გასაგებია . მეორე - ადამიანი უფლებების შელახვა
19:03 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მარი-მარი
და თქვენ გულწრფელად გჯერათ რომ მომიტინგე ,,ამ ბავშვების" უკან არ დგას პოლიტიკური ძალა?! არა მგონია ასეთი მიამიტი იყოთ. ,,იმ ღამესაც იქ ვიყავი და ყოველ ღამეს იქ ვარ" - ამიტომაც იმოქმედეთ ბავშვებზე და პოლიტიკურად დამუხტეთ...თქვენ მოზარდები განდეს არა ამ მიზნით...როგორც არ უნდა ეცადოთ ამ ფაქტის შელამაზება, დამეთანხმეთ თეა - არ გქონდათ ამის უფლება. თქვენ ბავშვებს ცეკვა ასწავლეთ - ეს საქმე ძალიან კარგად იცით, სხვამ პური გამოაცხოს და ზოგადად, არავის მოვახვიოთ ჩვენი აზრი, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ბავშვებთან მიმართებაში
18:31 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS