16 ივლისი, 2019
"არც ნაცი ვარ, არც ქოცი - მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც ვზარალდები ამდენი ხანია" - თეა დარჩიას ინტერვიუ მის გარშმო ატეხილ სკანდალზე
ცნობილმა ქართველმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა თეა დარჩიამ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავისი სტუდიის თედასის აღსაზრდელებთან ერთად, ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე თვალზე ხელაფარებული ცეკვავს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არსებობენ ისინი ვინც ცნობილ მოცეკვავეს ამ ფორმით ცეკვას უწონებს და არიან ისეთებიც, ვინც თვლის რომ ამ ფორმით დარჩიამ ბავშვები პოლიტიკაში გარია და ამის გამო მკაცრად აკრიტიკებენ.
ეს ჟესტი სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეც-რაზმელებთან შეტაკების შედეგად, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.






„რეიტინგი“ თეა დარჩიას დაუკავშირდა.

- რატომ გაგიჩნდათ ცეკვაში ამ ჟესტის გამოყენების იდეა?

- მე ნებისმიერ რეპეტიციას ვიღებ და თუ მომეწონება სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ. ეს ვიდეო დიდი ხნის წინ გადავიღე, იმ საშინელი დღეების შემდეგ რაც მოხდა. ბავშვებს ვუთხარი ვცადოთ ცალი თვალით ცეკვა და ასე გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც აქციაზე თვალი დაკარგა-მეთქი. ამას სხვის მდგომარეობაში ჩაყენების და ტკივილის გაზიარების ფორმა ჰქონდა.

პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია. თუ კომუნიზმს, ძალადობას, ოკუპაციას და ტირანიას აპროტესტებ გაწერენ, თითქოს ნაცების წარმომადგენელი ხარ. არც ნაცი ვარ, არც ქოცი - მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც ვზარალდები ამდენი ხანია. ვზარალდებით ადამიანები რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნით, თავისუფლება და მონობისგან გათავისუფლებული თაობის გაზრდა და ჩვენი საქმის გაკეთება გვინდა.

Rating

შეურაცხყოფასაც გააჩნია, გული გამისკდა... ასეთი ღვარძლიანი და ტვინამღვრეული ხალხი თუ არსებობდა საქართველოში არ მეგონა. ტკივილი განვიცადე უსამართლობის გამო. როცა პირდაპირ გინებით და ლანძღვით იწყებ საუბარს ნებისმიერ თემაზე, არავის აღარ აინტერესებს ამის მერე რას ამბობ.

არ ხარ საინტერესო და მოსმენადი. საშინელი ფორმა და კომუნისტური სტილი პირდაპირ მარტყამს იქ სადაც მტკივა. პედაგოგი ვარ და მთელი შეგნებული ცხოვრება რასაც ვებრძვი იმას მაბრალებენ. მე პიროვნებებს ვზრდი და არა რობოტებს. ცეკვა არის განთავისუფლება, თუ არ გათავისუფლდა ადამიანი მენტალურად ტვინის დამთრგუნველი აზრებისგან და მონური მენტალიტეტისგან, ის ვერ იცეკვებს. ძალადობა და მონობა დიდი სირცხვილი და დანაშაულია, ვინც არ მეთანხმება, მას ვერაფერს ვერ ვასწავლი.

ადამიანი სიყვარულს უნდა ქადაგებდეს, ღმერთმა დამიფაროს ბავშვების პოლიტიკური მიზნით გამოყენება ვცადო. თავიანთ მიზანს მიაღწიეს, გული ძალიან მატკინეს, დიდი იმედგაცრუება მაქვს.

Rating

- თქვენ თუ იყავით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე?

- იმ ღამესაც იქ ვიყავი და ყოველ ღამეს იქ ვარ. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი იქ უნდა ყოფილიყო. ეს არც ლგბტ და არც ნაცების აღლუმია.

ეს არის ახალი თაობის პროტესტი, რომელიც დაიღალა იმ მარაზმისგან რაც ხდება ამდენი წელი. მგონი საკმარისად გავაფუჭეთ უკვე ყველაფერი და დავანებოთ თავი ამ ბავშვებს. დროა, თავიანთი სუფთა ხელებით ავაწყობინოთ ყველაფერი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
სარა
ძალიან დიდი წარმოდგენის ხარ საკუთარ თავზე, ყოველთვის ისე ლაპარაკობ ფრთებიღა გაკლია. არ უნდა ეცეკვათ ბავშვებს ასე, აცადეთ ბავშვებს ბავშვობა.
11:25 / 19-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მაიხედე აქეთ
ფარისეველი ხარ მაშინ..ახალგაზრდა ამდენი წელი რა იცის რა ხდებოდა.. და მეორეც, მაგ ბავშვებიდან იქნება ვინმე არ ეთანხმება შენ პოზიციას, შეეკითხე? რა თქმა უნდა არა.. ეს მთავრობა არ ვარგა და გახარიაც უნდა წავიდეს, რადგან ნაცხროვის ხალხი ციხეში არ სხედან!
15:29 / 18-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მაია
დაანებეთ ბავშვებს თავი ! ! !
11:40 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
gia
გეთანხმები სუფთა ხელებით უნდა ავაწყობინოთ ყველაფერი მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი თქვენც პედაგოგებსაც უნდა გქონდეთ სუფთა ხელები და სუფთა სინდისი.ბავშვს სწორად ცხოვრებისკენ სვლა პედაგოგმა და მშობელმა უნდა ასწავლოს ოღონდ აქაც არის ერთი ნიუანს ი პედაგოგსა და მშობელს უნდა ჰქონდეს სწორი გეზი.ეგ ბავშვები ცოტა რომ მოიზრდებიან გაეცნობიან უახლეს ისტორიას ჩვენი წარსულიდა და კითხვას დაგისვავენ ქალბატონო თეა ან მასწ-თეა 2011წლის 26 მაისი თუ გააპროტესტეთ ასეთი ფორმითო საინტერესოა თქვენი პასუხი გულწრფელი თუ იქნება
09:45 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
dato
რა ყველა ახლა გახდით გულანთებული პატრიოტები და ანტისაუკუპაციო მოძრაობის აქტივისტები თუ 2011წლის 26მაისს რუსეთს არ ქონდა |ჩვენი ტერიტორიები დაპყრობილი ან კიდე იმ ღამეს მიშამ სულ ტორტის ნაჭრები დაუშინა მოქალაქეებს და ორი კაცი ტორტის ჭამით გარდაიცვალა? რაღაც არ მახსენდება 26_ში დილით ცეკვის დროს რაიმე გაგეპროტესტებინათ
09:07 / 17-07-2019
გამოხმაურება / 1 /
ეჰ
რომელ 26 მაისს, გრუს სპეცრაზმს რო ელოდებოდით დამოუკიდებლობის დღეზე?
11:55 / 30-07-2019
nona
ეს ქალი ერთ დროს მოცეკვავე მეგონა...აფსუს... ქალი რომ პატარებს გამოიყენებს, ის ქალია???
09:01 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
07:43 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ტატო
ზუსტადაც ნაცების აღლუმია, მოძალადეები, მკვლელები და ოკუპაციის თანამონაწილეები, ნიღაბ აფარებულები ცდილობენ ქვეყანა გადაწვან ხელმეორედ. ცალმხრივად არ უნდა დაანახათ მოზარდებს პრობლემა. თავისუფლება, დიდი პასუხისმგებლობაა და არა უპასუხისმგებლო პოპულიზმი.
05:48 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ერთხელ სცადე და ჯიხურიც შემოდგი სცენაზე, ზედ სიმბოლურად მიცვალებულიც შემოასკუპე, ოკ ???
00:12 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
დავითი
და რას გვთავაზობენ ეს ნასტავლი ახალგაზრდები რამე ახალს ოკუპაცია დამარცხეს თუ რამე ახალი არჩევანი შემოგვთავაზეს რას ცვლიან ბიძინას მსახურს მიშას შნირი ზონდერით ხომ ვნახეთ უკვე ნაცების მიშაკრატია უბრალოდ ქვეყანას აზარალებენ როცა საბრძოლო იყო და მართლა შეგვეძლო დედა გვატირებინა პუტინისთვის მივატოვეთ მებრძოლი ბიჭები და გიტარა ვერ გავაგდებინეთ ხელიდან რუსთაველზე ვკონცერტობდით მოგებულ წაგებულ ომს და ახლაც რუსთველზე კონცერტით და გირჩის მეტრაკეებით გვინდა დავამარცხოთ ოკუპაცია და საქართველოს 20 პროცენტის დამკარგავი მიშა ნაც რეჟიმის მობრუნება შეცვლის ქვეყანაში რამეს
20:49 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS