24 მარტი, 2014
ჩადგა თუ არა მესამე ადამიანი მარიამ როინიშვილსა და მის ყოფილ ქმარს შორის
ამბობენ, რომ წყვილი ერთმანეთს ქალმა დააშორა, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა, რომ მსახიობი სათანადოდ ვერ ზრუნავდა ოჯახზე, ფინანსურად ვერ უზრუნველყოფდა და პრობლემა პრობლემას ემატებოდა მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის ურთიერთობა ორი წლის წინ დამთავრდა. არ ვიცით, როგორ მოახერხა ეს წყვილმა, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ამ ამბავს არც ერთ საინფორმაციო საშუალებაში არ გაუჟონია. ბოლოს დუმილი გიორგიმ დაარღვია და ერთ-ერთ გამოცემასთან ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა. ინტერვიუში ამბობდა, რომ მათი დაშორების მიზეზი სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრების გაჩენა იყო.

ქალაქში
კი, როგორც ხდება ხოლმე, ჭორები გავრცელდა. ამბობენ, რომ წყვილი ერთმანეთს ქალმა დააშორა, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა, რომ მსახიობი სათანადოდ ვერ ზრუნავდა ოჯახზე, ფინანსურად ვერ უზრუნველყოფდა და პრობლემა პრობლემას ემატებოდა.
ჩვენ გიორგის დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

გიორგი მახარაძე:

- გადავწყვიტე, რომ პირადზე აღარ ვილაპარაკო.
- რატომ?
- არც ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს. უბრალოდ, გადავწყვიტე, ერთხელ მეთქვა ჩემს პირად ცხოვრებაზე მოკლედ. რისი თქმაც მინდოდა, უკვე ვთქვი.
- ამ ინტერვიუმ უთანხმოება ხომ არ გამოიწვია შენს ყოფილ მეუ-ღლესთან, მის ოჯახთან?
- არა, ჩვენს ურთერთობაში ამით არაფერი შეცვლილა, ხალხი რას ამბობს, ნაკლებად მაინტერესებს.
- ხალხი ამბობს, რომ ის მიზეზები, რაც შენ ინტერვიუში დაასახელე, ტყუილია და თქვენი ურთიერთობა მესამე ადამიანმა გააფუჭა.
- არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მათ ჩვენზე უკეთ არ იციან ჩვენი დაშორების მიზეზი.
- ანუ ის, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა, ტყუილია?
- ხალხის მოგონილ ჭორებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა.
- იმასაც ამბობენ, ოჯახს სათანადო ყურადღებას არ აქცევდაო...
- საკმარისია, ჭორები არ მაინტერესებს. ეს არის სხვების აზრი, მე ეს არ მაწუხებს.

გია როინიშვილი:

- ბატონო გია, ჟურნალ „რეიტინგიდან“ გაწუხებთ.
- გისმენთ.
- თქვენი ქალიშვილის, მარიამის შესახებ მინდა გკითხოთ.
- ბრძანეთ.
- მეუღლეს დაშორებია, გავიგეთ. თუ გისაუბრიათ ამ თემაზე ყოფილ სიძესთან?
- რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ.

თამრიკო ჭოხონელიძე:

- კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი ძალიან ღირსეული ქალია. ორი წლის განმავლობაში სიტყვა არ დასცდენია თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მარიამი ძალიან ღირსეულად ცხოვრობს.
- გიორგი ამბობს, რომ ინტერესთა შეუთავსებლობა გახდა მათიდაშორების მიზეზი. შეგიძლიათ, რეალური მიზეზი გვითხრათ?
- მე როგორ შემიძლია, ორი ადამიანის ცხოვრებიდან დასკვნა გამოვიტანო?! რადგან ასე ამბობს, ასეა, ალბათ.
- როგორ გგონიათ, არსებობს შანსი, რომ მარიამი და გიორგი კვლავ შერიგდნენ?
- ესეც მათი საქმეა. მე არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ ჩემი შვილი ძალიან სა-მართლიანია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან ღირსეულია და ასევე წარმართავს თავის ცხოვრებას. გიორგის შეურიგდება თუ არა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მარიამის გადასაწყვეტია.
- მარიამის „ფეისბუქზე“ სტატუსი ვნახეთ, რომ არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. სინამდვილეში როგორ არის. უკვე გაიარა ტკივილმა?
- იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ორი წლის წინ დამთავრდა, დღეს მარიამი ნამდვილად ძალიან კარგად გრძნობს თავს. რადგან ჩემმა შვილმა ასე გადაწყვიტა, ალბათ, ასე იყო საჭირო. მე თვითონ მაქვს გავლილი მტკივნეული ცხოვრება და ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. მთავარია, ამ ლა-ბირინთებიდან ლამაზად გამოძრომა, ისე, როგორც გამოვძვერი მე და როგორც ვცხოვრობ დღემდე. მარიამმაც გაიარა ეს, ოღონდ ძალიან დიდი სიფრთხილით და თან მარტომ. ახლა მთლიანად პროფესიაზე და, პირველ რიგში, შვილზეა გადარ-თული. ახლა ნამდვილად აღარ არის ისე, როგორც იყო. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ორი წლის წინ, როცა ეს ნაბიჯი გადადგა, ბედნიერი დააბიჯებდა ამ ქვეყანაზე. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია, გაფრთხილება სჭირდება და რადგან ეს ასე მოხდა, ე.ი. ძალიან ბევრი რამ იყო ისეთი, რის გამოც მარიამმა საბოლოოდ თქვა უარი.
- თამრიკო, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ მარიამისა და გიორგის დაშორების მიზეზი იყო მესამე ადამიანი, ქალი...
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხალხი თავისთავად ილაპარაკებს. მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. მინდა, სხვა დროს რომ დამირეკავთ, უფრო ღირსეულ თემებზე მკითხოთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ნიტა
ქალბატონო თამრიკო თქვენი გაზრდილი შვილის ღირსეულობაში და პატიოსნებაში ეჭვი არც არავის ეპარება,თავდიანვე არ შეეფერებოდა მარიამ ეს "ბლატნოი" თბილისელი ტიპი ,ცუდია რომ ესე აურიეს ცხოვრება თუმცა დარწმუნებულივრ წინ უკეთესი დღეები და წლები ელოდება....
23:17 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამ ჯურნალისტების მიკვირს დზალიან,ნუტუ არაფერია უფრო საინტერესო განსახილველი ცჰვენს ქვეყანასჰი რომ სხვას ოჯახებსჰი არ სჰეუვარდნენ და მატი საქმეები საქვეკნოდ გაჰკეკონ?დაარგვიეტ სტერეოტიპები,სკოლებსჰი სჰედიტ პედაგოგების მუსჰაობა წამოსწიეტ პირველ ადგილზე ვინმემ იკნებ უფრო კარგად მოინდომოს და ასცავლოს .გასჰორდიტ ტბილისს რაიონებსჰიც სჰეიხედეტ ან სხვა ტემები მოდზებნეტ რა ამოვიდა ამდენი უინტერესო ტემები ყელსჰი,გაზეტისა და ჯურნალის გასჰლა მეზარება უკვე ინტერნეტგვერდებმა ჰო სულ გადამრია,ნუტუ სჰორენა ბეგასჰვილის ,და მაგნაირების გარდა აგარავინ დარცჰა საქარტველოსჰი?გახადეტ უფრო საინტერესო მასალები და დაანებეტ ტავი ოჯახების სამზაარეულოებსჰი რა ხდება ,ან ცოტა მორიდები ცჰაერიეტ სხვის საქმესჰი
22:33 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მგონი ნათიას ნათქვამში დიდი სიართლის მარცვალი დევს-თუმცა ალბათ ყველაშემთხვევაში ვერ ვრცელდება
18:34 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
ქალბატონო ნთია ცემა ტყეპაც უნდა აყურებინოთ შვილებს მეუღლისაგან?ასე უკეთესბი გაიზრდებიან?ასე ისწავლიან უკეთ თავისი მეორე ნახევრის პატივისცემას?ვინც ვერ ვპატიობთ და თავმოყვარეობა გვაქვს გაგვატარეთ რა........
18:28 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათიას
ვაი სჰენს პატრონს,თავმოყვარეობა არ გაკვს.როცა იცი რომ შენი ქმარი სხვას ეფერება,მერე მოდის და ვიტომც არაფერი,შენტან წვება და ვითომ უყვარხარ,დებილი არ ხარ აბა რა....
18:22 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო ლომიძე
თამრიკო მასწავლებელო, კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას თქვენი და თქვენი ოჯახისადმი. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თქვენი ოჯახისნაირი ღირსეული ოჯახი არ მეგულება. მინდა გავკადნიერდე და მარიამს ჩემი ვუწოდო. მინდა ჩემს მარიამს უდიდესი ბედნიერება და წინსვლა ვუსურვო. ჩემო საყვარელო მარიამ, გიკრავ სულსა და გულში. ცხოვრება გრძელდება. გული არ გაიტეხო. გახსოვდეს შენ ელენე გყავს. მარიამ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!!!!!!
18:13 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ჭოხონელიძეს რა მაგრად ყვარების სიტყვა ,,ღირსეული" ;))
17:51 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
უპირველესად მიიღეთ ჩემი ღრმა პატივისცემა ქალბატონო თამრიკო! ღირსეული ქალბატონი ბრძანდებით და ვიმედოვნებ რომ შვილებიც ასეთები გეყოლებიან. დიახ თქვენმა შვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მართალია ოჯახს უნდა გაუფრთხილდე, ბევრი რამ უნდა აპატიო, მაგრამ არა ღალატი. უფალი გფარავდეთ.
17:35 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლლლ
ნეტა სულში არ უძვრებოდეღ ადამიანებს...ნათია-ოჯახს მოფრთხილება უნდა,მაგრამ როცა უღირსია ქმარი -მაზოხისტი ხომ არ ხარ მთელი ცხოვრება შესწირო,თუ შვილებზე ზრუნვის სურვილი ექნება -ისეც იზრუნებს,თუ არადა არც ოჯახში ყოფნა და არც ოჯახის გარეთ-ვერაფერს შეცვლის.
17:20 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
მაინც არაფერი დაიმალება პატარა თბილისში და ადრე თუ გვიან გავიგებთ მათი დაშორების რეალურ მიზეზს.
17:08 / 24-03-2014
გამოხმაურება / 1 /
მაია
დიახ . ვერ შეეწყვნენ. გოგონას სამეგობროში ამბობს რომ პსიქოლოგთან მკურნალობს რამაც ის სხვა საფეხურზე გადაიყვანს და როგორც ჩანდ მისი ქმრის ადგილი მის გვერდით არ მოიძებნა ოჯახი და მისი გარემოცვაც დარხმარა ამაში ასევე კარიერულად. მარტო არაფერი ხდება მოგეხსენებათ.
02:07 / 20-07-2019
TOPS