24 მარტი, 2014
ჩადგა თუ არა მესამე ადამიანი მარიამ როინიშვილსა და მის ყოფილ ქმარს შორის
ამბობენ, რომ წყვილი ერთმანეთს ქალმა დააშორა, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა, რომ მსახიობი სათანადოდ ვერ ზრუნავდა ოჯახზე, ფინანსურად ვერ უზრუნველყოფდა და პრობლემა პრობლემას ემატებოდა მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის ურთიერთობა ორი წლის წინ დამთავრდა. არ ვიცით, როგორ მოახერხა ეს წყვილმა, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ამ ამბავს არც ერთ საინფორმაციო საშუალებაში არ გაუჟონია. ბოლოს დუმილი გიორგიმ დაარღვია და ერთ-ერთ გამოცემასთან ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა. ინტერვიუში ამბობდა, რომ მათი დაშორების მიზეზი სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრების გაჩენა იყო.

ქალაქში
კი, როგორც ხდება ხოლმე, ჭორები გავრცელდა. ამბობენ, რომ წყვილი ერთმანეთს ქალმა დააშორა, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა, რომ მსახიობი სათანადოდ ვერ ზრუნავდა ოჯახზე, ფინანსურად ვერ უზრუნველყოფდა და პრობლემა პრობლემას ემატებოდა.
ჩვენ გიორგის დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

გიორგი მახარაძე:

- გადავწყვიტე, რომ პირადზე აღარ ვილაპარაკო.
- რატომ?
- არც ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს. უბრალოდ, გადავწყვიტე, ერთხელ მეთქვა ჩემს პირად ცხოვრებაზე მოკლედ. რისი თქმაც მინდოდა, უკვე ვთქვი.
- ამ ინტერვიუმ უთანხმოება ხომ არ გამოიწვია შენს ყოფილ მეუ-ღლესთან, მის ოჯახთან?
- არა, ჩვენს ურთერთობაში ამით არაფერი შეცვლილა, ხალხი რას ამბობს, ნაკლებად მაინტერესებს.
- ხალხი ამბობს, რომ ის მიზეზები, რაც შენ ინტერვიუში დაასახელე, ტყუილია და თქვენი ურთიერთობა მესამე ადამიანმა გააფუჭა.
- არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მათ ჩვენზე უკეთ არ იციან ჩვენი დაშორების მიზეზი.
- ანუ ის, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა, ტყუილია?
- ხალხის მოგონილ ჭორებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა.
- იმასაც ამბობენ, ოჯახს სათანადო ყურადღებას არ აქცევდაო...
- საკმარისია, ჭორები არ მაინტერესებს. ეს არის სხვების აზრი, მე ეს არ მაწუხებს.

გია როინიშვილი:

- ბატონო გია, ჟურნალ „რეიტინგიდან“ გაწუხებთ.
- გისმენთ.
- თქვენი ქალიშვილის, მარიამის შესახებ მინდა გკითხოთ.
- ბრძანეთ.
- მეუღლეს დაშორებია, გავიგეთ. თუ გისაუბრიათ ამ თემაზე ყოფილ სიძესთან?
- რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ.

თამრიკო ჭოხონელიძე:

- კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი ძალიან ღირსეული ქალია. ორი წლის განმავლობაში სიტყვა არ დასცდენია თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მარიამი ძალიან ღირსეულად ცხოვრობს.
- გიორგი ამბობს, რომ ინტერესთა შეუთავსებლობა გახდა მათიდაშორების მიზეზი. შეგიძლიათ, რეალური მიზეზი გვითხრათ?
- მე როგორ შემიძლია, ორი ადამიანის ცხოვრებიდან დასკვნა გამოვიტანო?! რადგან ასე ამბობს, ასეა, ალბათ.
- როგორ გგონიათ, არსებობს შანსი, რომ მარიამი და გიორგი კვლავ შერიგდნენ?
- ესეც მათი საქმეა. მე არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ ჩემი შვილი ძალიან სა-მართლიანია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან ღირსეულია და ასევე წარმართავს თავის ცხოვრებას. გიორგის შეურიგდება თუ არა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მარიამის გადასაწყვეტია.
- მარიამის „ფეისბუქზე“ სტატუსი ვნახეთ, რომ არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. სინამდვილეში როგორ არის. უკვე გაიარა ტკივილმა?
- იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ორი წლის წინ დამთავრდა, დღეს მარიამი ნამდვილად ძალიან კარგად გრძნობს თავს. რადგან ჩემმა შვილმა ასე გადაწყვიტა, ალბათ, ასე იყო საჭირო. მე თვითონ მაქვს გავლილი მტკივნეული ცხოვრება და ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. მთავარია, ამ ლა-ბირინთებიდან ლამაზად გამოძრომა, ისე, როგორც გამოვძვერი მე და როგორც ვცხოვრობ დღემდე. მარიამმაც გაიარა ეს, ოღონდ ძალიან დიდი სიფრთხილით და თან მარტომ. ახლა მთლიანად პროფესიაზე და, პირველ რიგში, შვილზეა გადარ-თული. ახლა ნამდვილად აღარ არის ისე, როგორც იყო. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ორი წლის წინ, როცა ეს ნაბიჯი გადადგა, ბედნიერი დააბიჯებდა ამ ქვეყანაზე. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია, გაფრთხილება სჭირდება და რადგან ეს ასე მოხდა, ე.ი. ძალიან ბევრი რამ იყო ისეთი, რის გამოც მარიამმა საბოლოოდ თქვა უარი.
- თამრიკო, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ მარიამისა და გიორგის დაშორების მიზეზი იყო მესამე ადამიანი, ქალი...
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხალხი თავისთავად ილაპარაკებს. მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. მინდა, სხვა დროს რომ დამირეკავთ, უფრო ღირსეულ თემებზე მკითხოთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ვაიი
ქართველი კაცის ცოლობას ყველაფერი ჯობია, ჯოჯოხეტიც კი! ბრავო მარიამს
19:46 / 30-03-2014
გამოხმაურება / 0 /
იზი
ღირსეულად გამოსვლაში რა იგულისხმება
19:38 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათიას
ეს სუფთად ქართული "ხალხური" ისტორიაა (ირონიით, რა თქმა უნდა), ქმარი რომ მთელი ცხოვრება სეურაცხყოფას გაყენებს და ცოლი კიდევ ისე ამას მშვიდად იტანს შვილების გულისთვის. მასეთ ოჯახში გაზრდილი შვილიც მამამისივით "ღირსეული" იქნება. ასეთ ოჯახში კაცებს მიაჩნიათ, რომ ქალს შეიზლება თავისუფლად შეაფურთხოს და რომ ქალი ვალდებულია, ჩამოიწმინდოს და ცხოვრება ჩვეულებრივ გააგრძელოს, რადგან ამ ოჯახის ცოლი და დედა ასე იქცევა. ქართველი კაცების ასეთი უმსგავსობა იმ ქალების ბრალია, თავმოყვარეობა რომ აქვთ დაკარგული და მიაჩნიათ, რომ ქალმა თავისი ნერვების ფასად თავისივე ღირსება ფეხქვეშ უნდა გათელოს.
02:26 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
!!!!!!!!!!!!!
სათაურიდან გამომდინარე...ეს რომტ უნდა გვაინტერესებდეს?:)))
21:36 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TIKO
UPATIOSNESI DEDIS CHVILI, DA USAKVARLESI OJAXI
16:00 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი ეზიზღებათ, როგორ შეიძლება ერთად ცხოვრება გააგრძელონ?
15:30 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მაგრად გაფილტრეთ მაგრააააააააააააააააად კომენტარებიიიიიი... არსად არაფერი გაიპაროს არიქა,არიქა,ისეთი აკადემიური საიტები და სტატიებია როოოოოო... გრამი სიყვითლე არ მოსჩანს! საერთოდ არ მანაღვლებს რატომ დაშორდა,ან ღალატი იყო თუ არ იყო... არც მიხარია,არც მწყინს, მაგრამ ვინმე ნათიას მინდა მივმართო- მაგრად გაკოჭე შენი ქმარი,ჩასჭიდე ხელი მყარად და დააფიცე რომ არსად გაგექცევა...
15:24 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათიას
თამრიკო თვითონ მართლაც ღირსეული ქალია და ასეთივე აღზარდა შვილიც.ყოჩაღ მარიამს რომ ამ ხნის მანძილზე ასე მოთმინებით შეინახა ოჯახის პრობლემები.ნათიას კი ამას ვეტყვირომ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს შენი ქმარი.არასდროს არ სთქვა (არასდროს)ხვალ რა ხდება ეს მხოლოდ უპალმა უწყის. ასე რომ მუწუკი ადრე უნდა მოიცილო რომ კიბოდ არ გექცეს.
14:26 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიტა
არასოდეს ცოლე-ქმარი არ ანგრევს ოჯახს,დამნაშავე ყოველთვის მესამე პირიააა,შვილებისთვის კეთილის მოსურნე დედა ან დედამთილი დგება მათ შორის,გამოსავალი ის არის ან ენას კბილი დააჭირონ მესამე პირებმა თუ უნდათ რომ მის შვილიშვილებს ყოველ დღე უმზირონ და ტკბილი მოხუცებულობა გაატარონ ან არა ცალკე უნდა იცხოვროს ცოლ-ქმარმა....მარტო რომ ვყოფილვარ და მეუღლესთან მიჩხუბია მიფიქრია აგარ შევურიგდებითქო მაგრამ 5 წუთის მერე ისე ჩავხუტებივართ ერთმანეთს აგარაფერი გამხსენებიააა...
13:12 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
ნათია,ჩემო კარგო,უბედური მშობლების ერთად ცქერას ,აყალმაყალში შვილების აღზრდას მგონი ჯობია დედ-მამამ ცალ-ცალკე იცხოვრონ .....შვილები აუცილებლად გაიგებენ და გაუგებენ.....ძალით შენარჩუნებული არაფერი ვარგა......ეს ჩემი აზრია.... მარიამს რაც შეეხება,ზუსტად ვიცი,ბედნიერი ,წარმატებული ქალი იქნება !!! იმსახურებს ნამდვილად......
23:35 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS