Pierrot Le Fou-ის მფლობელი, არქიტექტორი და 4 შვილის დედა ლენკა ციციშვილი არაერთხელ მოექცა ქართველი და უცხოელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად OK! ლენკას შოურუმში ეწვია, რათა უკეთ გაგვაცნოს თავი და რამდენიმე რჩევაც მოგვცეს პლაჟის Look-ის ასარჩევად.
რა პრინციპებს ექვემდებარება თქვენთვის ცხოვრების სტილი?
ძალიან ბევრს ვმუშაობ, ბევრი შვილი მყავს, არქიტეტორი ვარ და პარალელურად, მაქვს შოურუმი. შესაბამისად, მაქვს ძალიან დატვირთული ცხოვრების სტილი. მიყვარს მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად გართობა და ყველანაირად ვცდილობ, ყველაფრისთვის
როგორ უვლით თავს? რომელ საშუალებებს მიმართავთ იმისათვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ?
სახის მოვლას რაც შეეხება, მუდმივად ვცვლი პროდუქტებს, ასევე ვვარჯიშობ, თუმცა სისტემატურად არა. ვჯირითობ ცხენით, ვსეირნობ ველოსიპედით, ვცურავ, ასევე ვაკეთებ სინდი კროუფორდის ვარჯიშებს ჰანტელებით და ამ ყველაფრის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრს დავდივარ. გაგრძელება