09 ივლისი, 2019
სალომე ბაკურაძე იუბილარია - რა ვიცით ქართული ესტრადის ყველაზე რეიტინგული ვარსკვლავის შესახებ
სალომე ბაკურაძე ქართული შოუ-ბიზნესის ყველაზე პოზიტიური და არასკანდალური ვარსკვლავია, რომელიც მსმენელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა. სალომე დღეს 35 წლის გახდა.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მომღერლის შესახებ.

სალომეს ბავშვობა

Rating

სალომე 1984 წლის 9 ივლისს ქუთაისში დაიბადა. მუსიკის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა, რაც გენეტიკურად სავარაუდოდ გამოყვა დედისგან, რომელიც პროფესიით ვოკალისტი და ფორტეპიანოს პედაგოგია.

კონკურსები
სალომეს მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს და რა თქმა უნდა, იმარჯვებს კიდეც. სალომე საჯაროდ პირველად „ნუცას სკოლაში“ გამოჩნდა. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ტელევიზიასთან პირველი შეხება
სწორედ მაშინ ჰქონდა და პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის ცხოვრებაში. სწორედ „ნუცას სკოლაში“ გაიცნო კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსით განსაკუთრებულად აღფრთოვანდა, ამიტომ ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში მოხვდნენ.
Rating




„ნუცას სკოლის“ შემდეგ, „ჯეოსტარი“, რომელიც სალომემ 2008 წელს მოიგო და მისი პოპულარობა საოცრად გაიზარდა. 2010 წელს სალომემ მოიგო კონკურსი „ბრავო“. ის ასევე პროექტის „ერთი ერთში“ გამარჯვებულია.

მომღერლის და პროდუსერის სიყვარულის ისტორია
სალომე პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს, მაგრამ მისი და ლაშა ბასლანძის ოჯახის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის.

Rating

სალომემ და ლაშამ ერთმანეთი ქობულეთში გაიცნეს, სადაც სალომეს კონცერტი ჰქონდა. „ამ ადამიანთან ყოფნა ძალიან მომწონდა, ბევრ საერთოს ვპოულობდით. განშორებამ გვაფიქრებინა ის, რომ გაცილებით მეტი იყო ლაშიკო ჩემთვის, ვიდრე მეგობარი. იტალიაში წავიდა მალე, ძალიან როცა გამიჭირდა მის გარეშე დავფიქრდი ჩემი მეგობარია ეს ადამიანი-მეთქი. ჩამოვიდა, ჩამკიდა ხელი და აღარ გავუშვი“, - აღნიშნა სალომემ ერთ-ერთ გადაცემაში. სალომეს და ლაშას ერთი ვაჟი, სამი წლის ალესანდრო ბასლანძე ჰყავთ.

სალომეს სტილი

სალომეს ქართულ შოუ-ბიზნესში ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯინსებს და კედებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, სცენაზე ყოველთვის აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სასცენო სამოსი.

Rating
RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS