27 ივნისი, 2019
"მე ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბო­დი რომ მოხ­დე­ბო­და ნი­კას და­ჭე­რა, მაგ­რამ ასე უსინ­დი­სოდ, ასე არა­კა­ცუ­რად ამას არ მო­ვე­ლო­დი"
"მე ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ მოხ­დე­ბო­და ნი­კას და­ჭე­რა, მაგ­რამ ასე უსინ­დი­სოდ, ასე არა­კა­ცუ­რად ამას არ მო­ვე­ლო­დი", - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ ნიკა მე­ლი­ას მა­მამ, კარ­დი­ო­ლოგ­მა ან­ზორ მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში იქ­ნე­ბო­და 10 ადა­მი­ა­ნი მა­ინც, მისი პა­ცი­ენ­ტი ან პა­ცი­ენ­ტის ახ­ლო­ბე­ლი და არ მის­ცემ­და ხმას მისი შვი­ლის ცი­ხე­ში გაშ­ვე­ბას.

„რაც გახ­მო­ვან­და, რომ ჩემს შვილს იბა­რე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში, რომ მო­უხ­სნან იმუ­ნი­ტე­ტი, მე უკვე მივ­ხვდი, რომ ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბა და მზად ვი­ყა­ვი ამის­თვის.

მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც ვფიქ­რობ­დი, რომ იმ დარ­ბაზ­ში დე­პუ­ტა­ტებ­ში 10 კაცი მა­ინც არის ჩემი ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი, ან პა­ცი­ენ­ტე­ბის შვი­ლე­ბი, ან კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ნი­კას, თა­ვი­ან­თი მკურ­ნა­ლი ექი­მის შვილს არ გა­ი­მე­ტებ­დნენ ცი­ხის­თვის.



ერ­თა­დერ­თი იყო რო­მან კა­კუ­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ბა­ტო­ნი რო­მა­ნი არ გა­დად­გამ­და იმ ნა­ბიჯს, რომ ჩემი შვი­ლი გა­ე­წი­რა ცი­ხის­თვის. მე­გო­ნა ასე­ვე, რომ კობა კო­ბა­ლა­ძე გვერ­დით და­უდ­გე­ბო­და ჩემს შვილს, კი­დევ ბევ­რი სხვა, თუმ­ცა, არ მინ­და ახლა გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ან­ზორ მე­ლი­ამ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ნიკა მე­ლია ოპო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, მისი პა­ცი­ენ­ტე­ბის 80% გაქ­რნენ.

„რო­მელ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ვამ­ბობ იცით, რომ­ლე­ბიც ღა­მის ორ, ოთხ სა­ათ­ზე მი­რე­კავ­დნენ, რომ­ლებ­საც უჩე­მოდ არ შე­ეძ­ლოთ არ­სე­ბო­ბა. 2012 წელს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა რომ ვნა­ხე, 10 კაცი მი­ნი­მუმ იქ იჯდა, ვინც და­მე­კარ­გა“, - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

ნიკა მე­ლი­ას მა­მის თქმით, მისი შვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა რუ­სუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა.

„რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­წი­რო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე გული შეს­ტკი­ვა და არის სუფ­თა კაცი. ნიკა ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი, ალა­ლი, გულ­მარ­თა­ლი და მო­უს­ყიდ­ვე­ლია. მე ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბო­დი ამას, რომ მოხ­დე­ბო­და ნი­კას და­ჭე­რა, მაგ­რამ ასე უსინ­დი­სოდ, ასე არა­კა­ცუ­რად, ამას არ მო­ვე­ლო­დი“, - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ "ნი­უს­რუმ­ში". იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კოტე
რა გიხარია ამბოხის მომწყობის მამავ,ვერ გაგიზრდია შვილი სიხარული ნაადრევია მისი დანაშაული გამოიძიება და მაშინ რას იტყვი?
17:24 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS