21 მარტი, 2014
ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ
სალომე ამ ეტაპზე ტკივილს ინიექციის საშუალებით იყუჩებს და წყვილი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება არავინ არის დაზღვეული და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როცა გაიგებს, რომ რაიმე სენით არის დაავადებული. პირველი წამები სასოწარკვეთას უკავშირდება, შემდეგ კი გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდება და ახლობლებთან ერთად იმაზე ფიქრი იწყება, როგორ დაიძლიოს ესა თუ ის პრობლემა.

ზოგი ექიმს მიმართავს, ზოგი ხალხური მედიცინის გამოყენებასაც არ ერიდება. ზოგიერთი ღმერთს მიენდობა და ლოცვით ცდილობს სენის დამარცხებას. ამ დროს შეიძლება, ყოველი მეორე ახლობელი
გეკითხებოდეს, რა გჭირს, შენ არ გსიამოვნებდეს ამ თემაზე საუბარი და იძულებით გიწევდეს პასუხის გაცემა. ყველა ცდილობს დახმარებას, გასწავლიან გზებს, როგორ დაამარცხა ეს დაავადება მათმა ახლობელმა და ა.შ. მოკლედ, გარშემო ყველა ექიმი ხდება.

ერთია ახლობლებთან საუბარი და მეორე, როდესაც ხარ ცნობილი ადამიანი, გამოდიხარ და ტელევიზიით ან პრესის საშუალებით შენს ჯანმრთელობაზე ლაპარაკობ. ეს ნამდვილად გაბედული ნაბიჯია იმ ქართველი ''სელებრითების'' მხრიდან, რომლებმაც ხალხს დაანახვეს, რომ ბრძოლის შედეგად შესაძლებელია სენის დამარცხება და ძველებურ ცხოვრებასთან დაბრუნება.

გაგაცნობთ იმ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც გაბედეს და სხვადასხვა დროს, ღიად ილაპარაკეს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე.

გასულ კვირას ქართული პრესა თუ ინტერნეტმედია მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ წერდა. სალომეს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, მას ხერხემლის თიაქარი აქვს და შესაძლოა, ოპერაციის შემდეგ ცეკვა ვეღარ გააგრძელოს. მისი მეუღლე, მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე აცხადებს, რომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავლენ, რადგან შვეიცარიაში არსებობს უოპერაციო მეთოდი, რომლის საშუალებითაც თიაქარს ნემსით აქრობენ. სალომე ამ ეტაპზე ტკივილს ინიექციის საშუალებით იყუჩებს და წყვილი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შესანიშნავი მოცეკვავე პროფესიულ საქმიანობას აუცილებლად გააგრძელებს.

დიდი ხანი არ არის გასული, რაც აჩიკო სოლოღაშვილმა ''რუსთავი 2''-ის ღია ეთერში, გადაცემა ''შუა დღეში'' საკუთარ პრობლემაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ეპილეფსიის მსუბუქი ფორმა აქვს. ქვეყანაში, სადაც ქრონიკულ დაავადებებზე ხმამაღლა ლაპარაკი ერთგვარ სტიგმად არის ქცეული, ხალხი გაოცებული ადევნებდა თვალს აჩიკოს გულახდილ საუბარს. მსახიობმა დაავადება დაძლია და მისი მართვა შეძლო. ამ გადაცემის შემდეგ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და აჩიკოს დახმარებასა და მკურნალობის სხვადასხვა გზას სთავაზობდნენ.

Rating

რამდენიმე კვირის წინ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმაც. ალბათ, ასეთი ცრემლის მომგვრელი და გულახდილი ეთერი ბევრი არ გვახსოვს ქართულ რეალობაში. ერთ დღეს ანალიზებზე მისულმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მძიმე სენი აქვს და ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს. ამის შემდეგ იყო რთული პერიოდი, მცდარი დიაგნოზით გამოწვეული სიხარული და ექიმებზე გაბრაზება. მაგრამ დიაგნოზის კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ პირველი შედეგი დადასტურდა და ჟურნალისტს მეორედ მოუხდა შოკთან გამკლავება. ყველაფრის მიუხედავად, სოფო თითოეული დაავადებული ადამიანისთვის ყველაზე კარგი მაგალითი გახდა ბრძოლის გასაგრძელებლად.
გარდა იმისა, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის აქტიურად იბრძვის, რაც წარმატებით გამოსდის, საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი და მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. მისი სატელევიზიო გამოსვლა არაერთი ადამიანისთვის აღმოჩნდებოდა ნუგეშის მიმცემი.

Rating

კაბუ ერთ-ერთია იმ იშვიათი გამონაკლისებიდან, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა პირადი გამოცდილებიდან ისეთ მძიმე სენზე, როგორიც არის ნარკომანია. დაავადება, რომელიც ჯერჯერობით მსოფლიო მედიცინამ ბოლომდე ვერ დაამარცხა და ბოლო წლებში არაერთი ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.
ნარკომანია არჩევითი დაავადებაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არჩევანი ადამიანზე არ არის დამოკიდებული. გარემო, სოციალური პირობები, ცხოვრებაში გადატანილი მძიმე ტრაგედია, ინტერესი - უამრავი ფაქტორია, რამაც შეიძლება, როგორც მამაკაცი, ასევე ქალბატონი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული გახადოს. მათ შორის იყო კაბუც. თავიდან ფიქრობდა, რომ როცა უნდოდა, თავს დაანებებდა, მაგრამ ჭაობი ღრმა აღმოჩნდა და მსახიობი ჩაითრია. ამის გამო არაერთი როლი და წელი დაკარგა, მაგრამ შეძლო და ახალი ცხოვრება დაიწყო. არ სიამოვნებს, მაგრამ რამდენჯერმე ილაპარაკა ამ თემაზე საჯაროდ, რაც მისი მხრიდან ნამდვილად გაბედული ნაბიჯია.

მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ რამდენიმე თვის წინ გაიგო, რომ სერიოზული დიაგნოზის გამო ოპერაცია სჭირდებოდა. ახლობლებს უთხრა, მაგრამ დაავადების მთელი სიმძიმე არ გაუმხელია, განსაკუთრებულად ამ მხრივ შვილები დაზოგა. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი გადააფასა, თუმცა ახლობლები გაუბრაზდნენ, რომ დიაგნოზი დამალა. ახლა ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს, ვარჯიშობს, რადგან წონის პრობლემა შეექმნა. მძიმე სენი დაძლია და ისევ სცენას დაუბრუნდა. ეკამ ამ თემაზე პრესით და ტელევიზიით ისაუბრა და ადამიანებს მაგალითი მისცა, რომ ბრძოლა არასოდეს არის უშედეგო.

ინგა გრიგოლია ორჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში. ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ფილტვზე ოპერაცია დასჭირდა. მაშინ ჟურნალისტმა ამ თემაზე ტელევიზიითაც ეთქვა. მეორედ კი - დაახლოებით ორი წლის წინ. მაშინ ინგა საკრებულოში მუშაობდა, მაგრამ ხალხთან შეხვედრას ვერ ახერხებდა. ცუდად იყო, სახლიდან გასვლა უჭირდა. ამის გამო იძულებული გახდა, რომ საკუთარ პრობლემაზე ხმამაღლა ეთქვა და მის ამომრჩეველს არ ჰგონებოდა, რომ მათ სხვა მიზეზით ემალებოდა.
ოპერაცია თბილისში გაიკეთა. მაშინ მთელი საქართველო ინგას დიაგნოზზე ლაპარაკობდა. გავრცელდა უამრავი ჭორიც, რომ თავდაპირველად მცდარი დიაგნოზი დაუსვეს. დღეს არაერთი ადამიანისთვის მაგალითია. გადატანილი ოპერაციისა და დაძლეული სენის შემდეგ ისევ ეთერს დაუბრუნდა და ყოველ პარასკევს ძველებურად ხმაურით მიჰყავს გადაცემა.

ეს ნამდვილად მცირე მაგალითებია, როდესაც ქართველმა ვარსკვლავებმა გადალახეს ბარიერი და საზოგადოებას საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ გაუმხილეს. საზღვარგარეთ ეს ვარსკვლავების ერთ-ერთ მოვალეობადაც მიიჩნევა. ცხადია, მათ არავინ აიძულებს, საკუთარ ავადმყოფობაზე ილაპარაკონ, მაგრამ იციან, რომ შესაძლოა, საკუთარი ბრძოლით ბევრ ადამიანს მისცენ მაგალითი.

ერთი წლის წინ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ანჯელინა ჯოლის შესახებ. 2007 წელს მსახიობს დედა სიმსივნით გარდაეცვალა და მას შემდეგ პანიკური შიში დაეწყო, რომ თავადაც ამ მძიმე სენის მსხვერპლი გახდებოდა. დეპრესიაში ჩავარდნილმა მსახიობმა სარძევე ჯირკვლების ამპუტაცია გაიკეთა. ეს ერთგვარ მოდად იქცა და კიბოსგან თავის დასაზღვევად მას არაერთმა ქალბატონმა მიჰბაძა, ახლა კი აპირებს, რომ საკვერცხეებიც ამოიჭრას.

მსოფლიო პრესის თვალწინ მიმდინარეობს მომღერალ ჟანა ფრისკეს რეაბილიტაციის პერიოდი. მომღერალმა მაშინ გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა, როდესაც ნანატრ შვილს ელოდებოდა. ამის ფონზე მკურნალობა დაუგვიანდა და ახლა მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნეს ებრძვის. ჟანას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს და იმედი აქვთ, რომ დაავადებას მოერევა და ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდება. ფრისკეს მხარში უდგას მეუღლე. როგორც პრესაში წერენ, მან ჟანას გამო სამსახურს თავი დაანება.

ახლა უკვე კარგადაა, მაგრამ უმძიმესი სენი, ყელის კიბო დაძლია მსახიობმა მაიკლ დუგლასმა. მაშინ ამ თემაზე გულახდილად საუბრობდნენ ჟურნალისტებთან როგორც მაიკლი, ასევე მისი მეუღლე კეტრინ ზეტა-ჯონსი. მსახიობმა სენი დაძლია და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მსოფლიოსთვის კი ის ერთ-ერთი მაგალითია კიბოთი განკურნებული პაციენტებიდან.

ქეთი მელაძე
ჟურნალი  ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
გ ს
გ, ეგ ექიმი ხოროშუხინი რას მკურნალობს ბარემ დაწერე რომ ვიცოდეტ
15:08 / 28-05-2014
გამოხმაურება / 1 /
ნია
მალები მქონდ ამოვარდნილი და ხოხვით დავდიოდი.ფეხზე დამაყენა წლებჯა.გაიხაროს მაგან
01:13 / 29-09-2018
სოფოს
სოფო ნიკოლაიშვილს რა ჭირს?
15:04 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ლელა ხარ, თუ ვიღაც სხვა, გამაგებინე შენთვის არავის უთქვია, რასაც სხვას უსურვენ , ის შენვე მოგიბრუნდებაო, ხოდა თუ არ იცოდი ეხლა გეცოდინება.
23:27 / 10-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ხოროშუხინმა ფეხზე დამაყენა,ხერხემლის თიაქარი მქონდა საკმაოდ დიდი ზომის,არცერთ ქვეყანაში ოპერაცია გამართლებული არ არის,მხოლოდ2%.
00:52 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
რას გადაეკიდეთ სალომეს, ვინმეს რამე დაგიშავათ? მე ძალიან მომწონს, მაგარი გოგოა, ნეტა მაგისი ტანი მომცა, ძალიან ქალური და დახვეწილი გოგოა
19:53 / 23-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ხერხემლის თიაქრის ოპერაცია ორჯერ გავიკეთე აააქ,ნატა სენგელაიასტან,ვცეკვავკი არა ზაან მმაგრადაც ვარ
18:41 / 23-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გეგა
სალომე ყველაფერი მაგრად იქნება...
12:48 / 23-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გეგა
სალო გენაცვვალე შენ უნდა იცეკვო,ცეკვისთვის ხარ დაბადებული..არ შეშინდე, ფარხმალი არ დაყარო..ღმერთი შენთანაა...გამოაქვეყნეთ ანგარიშის ნომერი,აუცილებლად დაგეხმარებით სალომე...ყველა დაგიდგებით გვერდით....
12:38 / 23-03-2014
გამოხმაურება / 0 /
...
ლელა ვერ ვიკავებ თავს შეურაწყოფა რომ არ მოგაყენო. ნაგავი ადამიანი ხარ და მალე გასკდები ბოღმით.
18:23 / 22-03-2014
გამოხმაურება / 0 /
არის თბილისში ასეთი ექიმი ხოროშუხინი არის გავარდ და იმასთან მიდი,ჩემი ძმაკაცი ძალით მივიყვან და დღეს ოპერაციის გაეშე მორჩა და ჩვეულებრივად არის ჯამრთელი და სახსამალათი.თუ არ ვცდები ეგ ხოროშუხინი არის სადღაც პლეხანოვზე,მაგის ი კლინიკა რა.
13:30 / 22-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS