"მსხვერპლი ყოველთვის უდანაშაულოა!მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს... ნება ჩვენზეა... თქვენ, ვინც არგუმენტებს ასახელებთ და ძალადობას ამართლებთ, თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, ისინი გევედრებიან, რომ შეწვიტოთ ზიზღი! "არ დავეძებ თვალს, მამა დავით, ოღონდ რაღაც შეიცვალოს" - ეს თვენი შვილების პასუხიცაა! შვილები, რომლებსაც მტრობისა და ქიშპის მეტი არაფერი ვაყურებინეთ!
სპეცრაზელები ჩვენს გვერდითაც
ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი, მე დავასრულე...ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს... თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, სანამ ჯერ კიდევ სიყვარულია მათში, სანამ სიძულვილით თვალებს დავთხრით და დავიმსგავსებთ..."