21 ივნისი, 2019
ლიკა ალელიშვილი: "ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, გადავრჩი"
გუშინ ღამით, თბილისში განვითარებული მოვლენებისას, სხვა მოქალაქეებთან და პოლიციელებთან ერთად ჟურნალისტებიც დაშავდნენ.

ერთ-ერთ მათგანს, ლიკა ალელიშვილს ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც სხეულიდან ტყვია ამოუღეს.

ლიკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავბედნიერდი იმით, რომ ბევრ ადამიანს ვყვარებივარ. გულწრფელად გიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ ვერ გპასუხობთ მესიკებზე, წერა მიჭირს და აქ დავწერ ჩემს მდგომარეობას.

ახლა კარგად ვარ, გადავრჩი, რომ არტერიას აც
და ტყვია რდენიმე მილიმეტრით. დღეს გავიგე, რომ ნერვი დამიზიანა, მაგრამ ესეც გაივლის. ვრჩები საავადმყოფოში, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად პირველად ვნახე", - წერს ჟურნალისტი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS