21 ივნისი, 2019
ოპერაცია დასრულდა! - უახლესი ცნობები მსახიობ დემეტრე ნაყოფიას ჯანმრთელობის შესახებ
თბილისში მომხდარი გუშინდელი დარბევისას, არაერთი ადამიანი დაშავდა, ექიმის ცნობით, ორმა ახალგაზრდამ თვალიც კი დაკარგა.

გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი დაშავებულის, მსახიობ დემეტრე ნაყოფიას შესახებ და ფოტო, სადაც მას თვალი მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული.

დემეტრე 24 წლისაა, აფხაზეთიდან დევნილია და გრიბოედოვის თეატრის მსახიობია.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც შეტაკების დროს თვალი დაკარგა. თუმცა, ინფორმაცია არაზუსტი აღმოჩნდა, დემეტრეს ოპერაცია დღეს დილით ჩაუტარდა.

სულ ცოტა ხნის წინ, მისმა მეგობარმა, თემო ფირცხალაიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი
გამოაქვეყნა, უახლესი ცნობები გაავრცელა მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ხალხს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება ურჩია.

"ექიმების თქმით Demetre Nakopia ს თვალი ამუშავდა. დაუბრუნდა რეაქცია, მხედველობის შესახებ სიტუაცია უცნობია, გთხოვთ თავი შეიკავით დეზინფორმაციისგან. დემე შენთან ვართ".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS