მსახიობი, ტელეწამყვანი და პიარის სპეციალისტი ბახვა ბრეგვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუშინდელ მოვლენებს ეხმაურება. როგორც გაირკვა, ბახვა გუშინდელ აქციაზე იმყოფებოდა.
"ისევ რუსებმა გვაცემინეს ერთმანეთი ! დღევანდელი “გავრილოვების” პარლამენტში წამოჯდომა , უდავოდ არის სამარცხვინო შემთხვევა და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა ....
შესაბამისად სრულიად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა , ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას ... იმ ადამიანებს ვინც ვთანმხდებით რომ რუსეთი ოკუპანტი და მავნებელია ! პროტესტი, შეკრება ასეთ დროს ლოგიკურია ... არც პოლიტიკოსების იქ ყოფნა თუ დგომა არ მაკომპლექსებს ,
მაგრამ , რა უნდა ქნა და როგორ უნდა მოიქცე , რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე პირებმა ვერ მოახერხონ ყველაფერის გაფუჭება თუ ჩაშლა ?! ფაქტია რომ ამის გამო ვიღაცეები არ გამოდიან , ვიღაცეები სახლში გარბიან ... მიკროფონთან ყველა რომ არ უნდა მიუშვა, ამაში ისედაც ღრმად ვარ დარწმუნებული ... ძალადობა ყოველთვის , ყველა სიტუაციაში და ყველა მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია ! ძალიან მძიმე საყურელებლია რაც ხდება !!! #რუსეთიოკუპანტია", - წერს ბახვა ბრეგვაძე.
მსახიობმა გუშინ ღამით მომხდარი მოვლენები დღეს დილითაც შეაფასა.
"დღეს კი არა , რამდენიმე დღე ვერ დავიძინებ ალბათ ... ეს თვალდათხრილი , ნაცემი და სისხლიანი ადამიანები, რა დავაშავეთ ", - წერს ბახვა ბრეგვაძე.