20 ივნისი, 2019
"მართლმადიდებლობას ამოფარებული ფარისეველი მოღალატეები" - როგორ აფასებენ ცნობილი ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს
რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სავარძელში მოკალათდა და სხდომა წაიყვანა.

დელეგაცია რუსეთიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა.


სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენას პროტესტი მოჰყვა არა მხოლოდ იქ მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან, არამედ ქართული საზოგადოებისგანაც.

სოფია ნიჟარაძე:
მართლმადიდებლობას ამოფარებული ფარისეველი მოღალატეები! საზოგადოების ნაწილი კი ქვეყნის დაცვის მოტივით, საყურიანებს დასდევს როცა მთავარი მტერი პალამენტის თავმჯდომარის სკამზე წამოასკუპეს!
ყველაფერსაც ხომ საზღვარი აქვს!

ნოდიკო ტატიშვილი
: სამარცხვინო ამბავი ხდება!

მაია სტეფნაძე: "გია კობახიძე! ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი
იყავი! მოკიდე ხელი შენს შვილს და ბოდიში მოახდევინე ქართველი ერის წინაშე! ან აკაკი წერეთლის "გამზრდელი" წაიკითხე"

მამულიჩა: ძალიან მაგრად ტეხავს, ძალიან.

ლალი მოროშკინა: მე, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულს,
რუსული სისხლის მხოლოდ 25%-ის მატარებელს,ვაჩნაძეების და ყარყარაშვილების შთამომავალს, აგვისტოს დღეებში გვარის გამო გარკვეული დისკომფორტი მაქვს, მინდა მოვეფერო ჩემს ძაძებში შემოსილ შვილმკვდარ დებს,ვცდილობ არავინ გავაღიზიანო ჩემი რუსული 25%-ით, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს და რომელიც მთელი არსით ეწინააღმდეგება ოკუპაციას, თქვენ რაღა მოგივიდათ??
სიცხემ იცის თუ ჰიბრიდულმა ომმა?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS