ოჯახის გავლენა...
- მე გავიზარდე ოჯახში, სადაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა ჩემს ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ახლა რომ ვაკვირდები, საკმაოდ თავისებური დამოკიდებულება მაქვს გავლენებზე... არ მაქვს ჩემი საყვარელი ფილმი, არც მუსიკალური ნაწარმოები, არც წიგნი და არ მყავს საყვარელი დიზაინერი. არასდროს ვეჭიდები ერთ რომელიმე, თუნდაც ჩემთვის შთამბეჭდავ მოვლენას. იმასაც ვერ
იმდენად მრავალფეროვანია ჩემი არჩევანი.
იდეალური დღე
- ვფიქრობ, რომ ყველა დღე იდეალურია, თუკი ის თენდება. ცხოვრება ისე მაქვს გადაფასებული, რომ ეს ხედვა ჩამომიყალიბდა. კიდევ ერთი დღეა, რომელიც გაჩუქეს. შემდეგ ჩვენზეა დამოკიდებული, მას როგორ შევავსებთ. რასაკვირველია, მულოდნელი შეიძლება დრამატული მოვლენებიც ვითარდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ესეც ბუნებრივია და ყოველთვის უნდა იყო მზად. დანარჩენს, ყველაფერს ჩვენ ვქმნით. მე ასე ვხედავ სიცოცხლეს. იდეალურია ის დღე, როცა ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ბედნიერად ვგრძნობ თავს. ეს არის ის სიმშვიდე, რომელიც ჰარმონიის შეგრძნებას მანიჭებს. ეს სიმშვიდე თან დაყვება ყოველ ქმედებას, როცა ვხატავ, თუ ვსეირნობ, ან წიგნს ვკითხულობ. როცა ფიქრის და გაანალიზების საშუალება მაქვს. მიყვარს ადამიანებთან კონტაქტიც და ახლობელი ადამიანებისთვის სითბოს გაცემა. ასეთია ჩემი საუკეთესო დღე.
საკუთარი თავით დაუკმაყოფილებელი ვარ, როცა...
- როცა სამუშაო განწყობაზე ვარ და საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ ვასწრებ. დრო არ მყოფნის. ღამე აფორიაქებული ვწვები, სიმშვიდეს ვკარგავ. მერე ვხვდები, რომ რაც უნდა გვიან დაწვე და ადრე გაიღვიძო, დრო მაინც არასაკმარისია. ხშირად მიფიქრია ძილზე. კარგი იქნებოდა, თუ ცოტას ვიძინებდით ადამიანები. გაცილებით მეტს მოვასწრებდით. გამოუძინებელი კი უუნარო ვარ და მთელი დღე დისკომფორტს ვგრძნობ. კარგი იქნებოდა, თუ ევროპულ გამოცდილებას გავიზიარებდით, როცა დილაუთენია იწყება მოსახლეობისთვის სამუშაო დღე. მინდა, რომ ქართველებმა იცოდნენ შრომის ფასი და თავის მხრივ, მათი შრომაც შესაბამისად ანაზღაურდებოდეს.
მომწონს... შევცვლიდი...
- საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს... შევცვლიდი ბევრ რამეს... ვფიქრობ, რომ ადამიანი თუ არაფერს ნანობს, პრობლემაა. თავად ვნანობ დაკარგულ დროს, რომელიც კიდევ უფრო მეტი განათლებისთვის არ გამოვიყენე. ვნანობ გარკვეულ საქციელებს.. უფრო ჩემი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებების ვერ გამოხატვას. როცა ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არ არიან და ძალიან ბერი რამ დაგრჩა მათთვის სათქმელი და გასაზიარებელი. სამწუხაროად, ამას მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა ჩვენთვის ძვირფას ადამიანს ვკარგავთ. სულ გაქვს სინანულის განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვერ მოვასწარით. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი გავცე, სიყვარული გავუზიარო ადამიანებს. კომპლიმენტებს არ ვიშურებ, რომ თავად გავცე პოზიტიური განწყობა, რომელიც ასევე პოზიტიური განწყობით დამიბრუნდება. თავადაც კომპლიმენტი პატარა ბავშვივით მიხარია, რადგან ეს დამოკიდებულება დადებითი ენერგიით მავსებს.
ადამიანი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა...
- ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თუნდაც რომელიმე მწერალი ან ლიტერატურული პერსონაჟი, ან რომელიმე ჩემი მასწავლებელი. ყოველთვის მქონდა იმის არჩევანი, რომ საკუთარი განწყობისთვის დამეგდო ყური და მივნდობოდი მას. ეს განსაზღვრავდა ჩემს არჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებს თუ მუსიკალურ მიმდინარეობას. ამიტომ, ყველაფრი ყოველთვის იყო ძალიან ჭრელი. იმდენად, რომ თავსა და ბოლოს ვერ გაარკვევდი. დღესაც, როცა ინფორმაციის მოპოვება მსურს, ბევრ რაღაცას მივედ-მოვედები. ხშირად ისეთ ლიტერატურულ ნაწარმოებს ვირჩევ, რომელიც მანამდე არც დამაინტერესებდა. ვირჩევ ხშირად ინფორმაციის გამო, რომ ახალი ხედვა შევიძინო. ჩემს ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი გავლენა მაინც დედას ჰქონდა. რომელიც სულ განათლებისკენ მომიწოდებდა. ძალიან ცოტა დრო გვაქვს სინამდვილეში იმისთვის, რომ თუნდაც, ბევრი საინტერესო წიგნი წავიკითხოთ. ამ თემებზე ფიქრი ადრეული ასაკიდან დავიწყეთ და ამის ინიციატორი დედა იყო. ხშირად დავყავდით მე და ჩემი და ოპერაში თუ თეატრში სპექტაკლებზე. ისეთ საღამოებზე დავყავდით, რომელიც ჩვენს განვითარებას შეუწყობდა ხელს. ის, რომ დღეს ჩემი სულიერი სიმშვიდისთვის კარგი წიგნი საკმარისია, დედას დამსახურებაა. რადგან ოჯახში კითხვა იყო ჩვენი
სულიერი საზრდო. თავად ბევრი რამ მაკლია, რომ დედასნაირი ვიყო.
განაგრძეთ კითხვა: