ქართული შოუ-ბიზნესი მუსიკალური კონკურსებით განებივრებული არაა. თუმცა, ყოველ ზაფხულს ტარდება ერთი მნიშვნელოვანი და ქართველი ვარსკვლავებისთვის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი "ოქროს ტალღა", რომელმაც ჩვენი შოუ-ბიზნესის რეალობა ნამდვილად შეცვალა.
"ოქროს ტალღა 2019" გუშინ ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდა, ღონისძიების მთავარი სტუმარი კანადელი მომღერალი მარკ მარტელი გახლდათ.
თუმცა, კონცერტამდე ქართველმა სელებრითებმა ჯერ წითელ ხალიჩაზე იპოზიორეს, შემდეგ კი დაჯილდოვდნენ.
მთავარი ჯილდო, წლის სიმღერის ნომინაციაში გადაეცა ანრი ჯოხაძეს, სიმღერისთვის - „ცივი ნოემბერი“.
როგორ ეცვათ ცნობილ ქალებს ქვეყნის მთავარ მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალზე და ვინ გახდა გამარჯვებული" width="700" style="font-size: 12.16px; vertical-align: baseline;" />
ბუნებრივია, შანსი ხელიდან არ გავუშვით და გთავაზობთ, ფოტოსესიას, როგორ ეცვათ ცნობილ ქართველ მანდილოსნებს წითელ ხალიჩაზე.