19 მარტი, 2014
''ჩემს უბანში უმრავლესობა ბოზი ცხოვრობს...''
სად არის ქართველი ქალი, ქართველი გოგო? მთელი ტელევიზია პროპაგანდას უწევს ქალის ბოზობას და კაცის ''პედერასტობას'' გივი სიხარულიძეს შინ სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე სასაუბროდ ვეწვიეთ, ინტერვიუმ ემოციურ ფონზე ჩაიარა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ შეკითხვით მიგვემართა ბატონი გივისთვის, პირველი კითხვა თავად დაგვისვა... როგორც ყოველთვის, რესპონდენტის საუბრის მანერა, სტილი და მის მიერ ევროპული ქვეყნის ლიდერის შეცვლილი სახელი უცვლელად დავტოვეთ.

- სტერეოტიპებს თქვენ რას ეძახით?
- საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე...
- ვფიქრობ, რომ საქართველოში და არა
მარტო აქ, არამედ მთელ მსოფლიოში, საზოგადოება არ არსებობს. როდესაც ანჟელა მერკელი, ამხელა ქვეყნის კანცლერი, თავის ჰომოსექსუალ მინისტრს ულოცავს კაცზე გათხოვებას, რაზე, რომელ საზოგადოებაზე, რომელ მორალსა და შინაგან მრწამსზე მელაპარაკებით... როდესაც ამხელა მნიშვნელობის ადამიანი კაცის კაცზე გათხოვებას მიესალმება, მსოფლიოს, ბავშვების, ახალგაზრდების თვალწინ, მივიჩნევ, რომ მსოფლიოში საზოგადოება არ არსებობს.
- თქვენი დამოკიდებულბა გასაგებია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აგრესიის გამოხატვა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ სწორია?
- არა. არ შეიძლება, რაიმე სახის აგრესია გამოიხატოს ასეთი ადამიანების მიმართ. ნურავინ იტყვის, რომ გეები თუ ლესბოსელები ავად არ არიან, ისინი კარგად მყოფები არ გახლავან, ამიტომ მათ მკურნალობა სჭირდებათ. ჩემს მეგობარს, რომელსაც, ვთქვათ, აქვს კიბო, მე მივაგდებ? ვაგინებ? ვცემ?!. არა, პირიქით, თავს მოვიკლავ, რომ რამენაირად შევუმსუბუქო მდგომარეობა. შესაბამისად, ასე უნდა მოვექცეთ ამ ხალხსაც, არ უნდა წამოვაძახოთ, შენ გეი ან ლესბოსელი ხარ, ავადმყოფს მოფერება და ხელშეწყობა უნდა, ამიტომაც ყოველგვარ აგრესიას გამოვრიცხავ, მაგრამ თავად ასეთი ადამიანები ნუ არიან აგრესიულები ჩვენნაირი ხალხის მიმართ.
- რამდენიმე წლის წინ ქართულ ტრადიციებში მამაკაცი და საყურე არ ჯდებოდა.
- და ახლა როგორ ფიქრობთ, ჯდება? მე გეკითხებით თქვენ, როგორია მამაკაცი საყურით, პომადითა და მანიკიურ-პედიკიურით? არ ჯდება ეს ჩემს ხასიათში და თუ ეს ჩემთვის მისაღები გახდა, ჩათვალეთ, გარდავიცვალე...
- რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.
- ჩემი პასუხი ამაზე ასეთია, ვემხრობი, რომ ყველა ქალმა იმუშაოს ტრაქტორისტად, მძღოლად კომბაინზე, თოხი აიღონ ხელში და დღე და ღამე ვირივით მუშაობაში გაატარონ. მამაკაცები ამას აკეთებენ ოჯახის შესანახად, ქალებს ხომ უნდათ გენდერული თანასწორობა, ჰოდა, იმუშაონ კაცებივით და ნუ უჩნდებათ სურვილი, იყვნენ მინისტრები, დეპუტატები და ა.შ. გენედერული თანასწორობა ასეთი ვიცი მე! აბა, ისაა გენდერული თანასწორობა, ცოლი რომ რვაჯერ სცემს ქმარს და კაცს რომ თინა ჰქვია და მის ცოლს ჟორა?! ქალი, რომელსაც მართლა ჭკუა აქვს თავში და ქმარი მართლა უყვარს... მაგრამ დღეს ვის ვინ უყვარს?! რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი, ესაა მასხარაობა, ჩართეთ ტელევიზორი, ბოზობის მეტზე არაფერზე ლაპარაკობენ. ჩემს უბანში უმრავლესობა ბოზი ცხოვრობს, ერთი ქალია პატიოსანი მხოლოდ, ჰოდა, იმ ბოზების ბავშვები ამ ქალს რომ დაინახავენ, ასე აბრაზებენ, წესიერო, წესეიროო, ადრე ბოზობა იყო სირცხვილი და ახლა წესიერებაა სირცხვილი, აი, რა დონეზე დავეშვით.
- ტელევიზიით სექსის პროპაგანდა ახსენეთ, ამ მხრივ გასული კვირა დატვირთული იყო.
- თუ მამაკაცად დაიბადე, სექსს რა პროპაგანდა უნდა, მითხარი? ახლა ეკრანზე ქალები წამოხდილი კაბებით რომ სხდებიან, როგორ ფიქრობთ, ამით ვის აღიზიანებენ? ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვა, მაგით გააღიზიანებენ ''ხურუშიანებს'', ვისაც ინსტინქტები დაქვეითებული აქვს. ვინც ნამდვილი მამაკაცია, ის ამით არ გაღიზიანდება, მეტიც, შეიძლება, შუბა ეცვას ქალს კოჭებამდე და ამით მიიპყროს კაცის ყურადღება, თუ ის მართლა მოსაწონია.
- კითხვა ისევ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრზე მინდა დაგისვათ.
- (მაწყვეტინებს) ძალიან გთხოვთ, ჩემთან საზოგადოებას ნუ ახსენებთ, სააკაშვილის მთავრობა ეზიზღებოდათ, მეც ვამბობ, რომ ძალიან ცუდად იქცეოდნენ, მაგრამ რა გააკეთა ახალმა მთავრობამ? ისევ იგივე ხალხია ტელევიზიაში, ისევ ის ბურჭულაძე ჩანს, რომელიც ძირითადად დედამისზე წერს, ისევ ის ბუღაძეები და დეისაძეები გვესაუბრებიან ეკრანიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ იცვლებიან მხოლოდ თანამდებობის პირები, ქვეყანას ისევ ევროკავშირიდან და ამერიკიდან მოგზავნილი აგენტები მართავენ. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ამერიკელ მშრომელ, ვაჟკაც ხალხს უდიდეს პატივს ვცემ. თქვენ არ იცით, როგორ იცავენ ოჯახის სიწმინდეს, მიყვარს ამერიკელი ხალხი, მაგრამ არა ამერიკული პროპაგანდა.
- ჩვენს ქვეყანაში დარღვეულია ოჯახის სიწმინდე?
- ზოგიერთ ჩემს მეგობარს ისეთი ოჯახი აქვს, მინდა, მათ ცოლებს ფეხები დავუკოცნო, მაგრამ ასევე მყავს ამხანაგები, რომელთა ოჯახებშიც ცოლი გამთენიისას ბრუნდება შინ და ქმარს ეუბნება, შენი სადღეგრძელო რვაჯერ დავლიეო, ამ ტიპს კი ამ დროს ''ჩეფჩიკით'' სძინავს. მე თუ მკითხავთ, ცოლ-ქმარს შორის იცით, რა ურთიერთობა უნდა იყოს? ცოლი დღედაღამ უნდა ფიქრობდეს, რომ ქმრის მონა იყოს, არადა, რეალურად ამ დროს, ჭკვიანი ქალი მონად იხდის ქმარს, როცა კაცი ხედავს, რომ ცოლი თვალებში შესციცინებს და მზადაა, მისთვის სიცოცხლე გასწიროს, ნაღდი ვაჟკაცი ასჯერ მისი მონა გახდება.
- თუმცა ასეთ მონად ქცეულ ქალებსაც ხომ ღალატობენ?
- კი ბატონო, მაგრამ ეს ღალატი არაა, ესაა ''ტინგიცობა'' და ამას ჩემს თავზე ვამბობ. ყველაზე მაგარი კაცი არის ის, ვისაც შეუძლია ერთი ქალის ერთგულება.M მე როგორიც ვიყავი, ისეთ კაცებს ვეძახი მომაკვდავ პეპლებს, რომლებიც ერთი მცენარიდან მეორეზე ინაცვლებენ და იდიოტობის გარდა არაფერი რჩებათ ცხოვრებაში.
- ქართველი ქალის ფენომენი დღევანდელ ცხოვრებაში ცოტა უფრო განსხვავებულია, ვიდრე ეს 20-30 წლის წინ იყო.
- რა ''ცოტა უფრო'', მაშაყირებთ? სად არის ქართველი ქალი, ქართველი გოგო? მთელი ტელევიზია პროპაგანდას უწევს ქალის ბოზობას და კაცის ''პედერასტობას''. თუ ადამიანს უნდა, იყოს ნამდვილი ქართველი ქალი, ის უნდა იყოს ბოზი, ნამდვილი ვაჟკაცი კი - ''პედერასტი'', ესაა დღევანდელი მოსაზრება. სწორედ ამის გამო წამიხდა ყველანაირი შეხედულება და საზოგადოება - ეს სიტყვა მეზიზღება, ესაა იდიოტიზმი.
- რაც შეეხება აკადემიად წოდებულ ქართულ სუფრას.
- დღევანდელი ქართული სუფრა აკადემია კი არა, ყველანაირი საზიზღრობაა, რაც მსოფლიოში არსებობს. თუ სუფრასთან თანამდებობის პირი ან ფულიანი ტიპი გამოჩნდება, იწყება მისი დღეგრძელობა, დანარჩენი ნაძირალები, ჩემი ჩათვლით, კი ვუგზავნით დითირამბებს, ოღონდ ვასიამოვნოთ. დღეს ქართველი მამაკაცი მსოფლიოს შემარცხვენელია, არავითარი მორალი აღარ არსებობს, მიმიფურთხებია ქართული სუფრისთვის, დღევანდელი ქართული სუფრისთვის, თორემ არსებობენ იშვიათი თამადები, რომელთა მოსმენასაც არაფერი სჯობს, გასუსული უსმენ და ფიქრობ, ღმერთო, ნეტავ, არ დაასრულოს საუბარიო.
- ა-ლა-ფურშეტი...
- ჩემი აზრით, ა-ლა-ფურშეტი ეს არის ყველაზე დიდი კრეტინიზმი, რაც არსებობს და ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. ფეხზე დამდგარი ცხენები ან ჯორები ქაღალდისგან გაკეთებული თეფშებიდან ''იბლაყნებიან'' რაღაცას, იპრანჭებიან, არადა, ესაა საძაგლობა.
- დასასრულ, ტრადიცია, რომელიც გამორჩეულად გიყვართ ქართული ტრადიციებიდან.…
- არც ერთი ტრადიცია აღარ მიყვარს და აღარ მომწონს, რადგან ყველაფერმა დაკარგა თავისი ხიბლი და არსი. მოსკოვში ცნობილი ქურდი, პირდაპირ დაგისახელებთ მის გვარ-სახელს, ჯემალ ხაჩიძე, რომელიც აზანზარებდა მთელ ''პრესტუპნი მირს'', შევარდნაძის პერიოდში ისვენებდა ქობულეთში ოჯახთან ერთად, ამ დროს მეც იქ ვიყავი სასტუმრო ''ივერიაში''. ვხედავ, მას აკითხავენ და ხელზე ეამბორებიან რაიკომის მდივნები, მინისტრები, თანამდებობის პირები, ვაა, ვიფიქრე, ვიღაც ატომშიკი, აკადემიკოსი ჩამოვიდა-მეთქი, თურმე, რას ამბობ, კანონიერი ქურდი ბრძანდება ქობულეთში და მასთან მუხლებზე დაჩოქილები მიდიან, იშლება პურ-მარილები იახტებზე და ა.შ. ამ დროს თხილის ფოთოლაფარებული მინისტრის შვილები მთელი ღამე ბუნგალოში ცეკვავენ, შევარდნაძის მინისტრებს, ამ კრეტინებს, სძინავთ, ყველაზე არ ვამბობ ოღონდ ამას, არის ერთი ამბავი და ამ დროს ვუყურებ ამ ქურდის ოჯახს - ცოლს, შვილს, რძალს, რამხელა მოკრძალება და პატივისცემა აქვთ მშობლების მიმართ, როგორი უბრალოები, პატიოსნები არიან და ამ დროს ჩემს თავს იცი, რა ვუთხარი? შევარდნაძის მაგივრად ერთი ჯემალა ხაჩიძისნაირი ქურდი გახდეს იქნებ პრეზიდენტი და ამ საქართველოს ეშველოს რამე-მეთქი, დადგეს პატიოსნება, გაიზარდონ წესიერი ბავშვები. სულ ვფიქრობდი, ნეტავ, ეს ჯემალა ''ჭამს'' თუ არა ამ მინისტრების ხელზე ამბორს-მეთქი, მაგრამ ჩემს წიგნშიც დავწერე, რომ ეს ადამიანი თანამდებობის პირების ლაპარაკს ტვინში ივლებდა და ზიზღით აფურთხებდა.
ჩვენ იცი როგორი ხალხი ვართ? ვყვირით - ედუარდ, ედუარდ, მიშა, მიშა, ბიძინა, ბიძინა, მერე იქნება ავთო, ავთო და ამ ყვირილში სახელმწიფო ხელიდან გვეცლება. ჟირინოვსკი, ეს ჭკუით დატენილი კაცი, რომელიც ყოველთვის პუტინის სათქმელს ამბობს, რომ გაჰკივის, გუბერნიებად დაიშლებითო, ზუსტად ეს გვიწერია, სრული ჭეშმარიტებაა. არც ერთ მთავრობას პატივს არ ვცემ, არც წინანდელს, არც ახლანდელს, საქართველო დღეს დგას პატრიარქის მხრებზე და ეს ღერძი თუ მოწყდა, ჩვენც დავიღუპებით. ეკლესიაში სულ ანგელოზები კი არ არიან, ბევრი ცუდიც ხდება, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენმა მამა-პაპებმა შემოგვინახეს და ჩვენი გადარჩენა სარწმუნოების ძლიერ ფესვებზე დგომაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
nona
მეც იმის მომხრე ვარ რომ ოჯახში კაცი უნდა კაცობდეს რაააააა....მიუხედავად იმის რომ დროს არ ჩამოვრჩები და არც ასე ვთქვათ ,,გოიმური,,აზრები მაწუხებს,ვენაცვალე იმ ქალს თუნდაც ქმრის ღალატს რომ გაიგებს და მაინც ნამდვილი ქალი იქნება ,ოჯახს მტრის გულისას არ გახდის და შვილებს ოჯახის სითბოს არ მოაკლებს,მასეთი ქალის ქმარი მიხვდება რომ გვერდით ნამდვილი ქალი ყავს და ყოველთვის დააფასებს ასეთ მეუღლეს,შეიძხალება ცოტა მოგვიანებით მაგრამ მაინც დააფასებს...ეხლა გამოხტებიან ქალები და დაიწყებენ ჩამორჩენილი ხარო,ბოდიში მოიხადეთ,ზუსტად მასე მოვიქეცი და დღეს მყავს მერსედესის ჯიპი,ძალიან ბევრი ოქრო,ძალიან კარგი ბინა,მყავს შვილი,რომელსაც არასოდეს მოჰკლებია სითბო და სიყვარული და რაც მთავარია გვერდით მყავს ძალიან მაგარი ვაჟკაცი კაცი,რომელიც ყოველთვის დამიცავს..თქვენ ნუ მოითმენთ სვეტსკებო,ყოველ ღალატზე გაეყარეთ და ვნახოტ რამდენ მამაკაცზე ახვალთ.ასე რომ მე ტრადიციების მოყვარული ქალი ვარ
21:23 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლლლლ
ამის მერე დიდ პატივს გცემთ.
21:20 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გამომივიდა რა ესეც პატიოსანი,რაც ამან ახალგაზრდობასი იბოზა და ცოლი გაამწარა...ეხლა დაბერდა და ვიგას უნდა.აგარაფრის თავი აგარ აქვს და იმიტომ ყბედობს პატიოსნებაზე.ფუუუფ!გულისამრევი და საზიზგარი კაცია
21:04 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკი
ეს ასათიანის შოუ ბოზების გაპრავებას რო აკეთებს და მრავალჯერ"გათხოვილ" ქალებზე ისე ლაპარაკობს და აგიტაციას უწევს თითქოს კარგი რამეა ოჯახების დანგრევა რამდენიმე ქმრისა და ნაბიჭვრების ყოლა და ასე .შ
19:50 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დავითი
თითქმის ყველაფერი ნათქვამია
18:25 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
და ეს "ბატონი გივი" რა ავტორიტეტი ბრძანდება? შენ რა გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის "ბატონო გივი"? რატომ გვახვევთ თავს ამ ვითომდა სრულყოფილი მამაკაცის ნაბოდვარს... ისე ესმის ტრადიციები როგორც აწყობს
18:19 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
კარგი ქართველი კაცია ბ-ნი გივი.საქართველოში ბევრი კარგი ოჯახია,მაგრამ ჩემი აზრით მხოლოდ ტელევიზიებია იმაში დამნაშავენი,რომ მხოლოდ ბოზებს და გეებს აპიარებენ,იცით? არც მიკვირს,ერთი ტელე-შოუს წამყვანი მაინც გამახსენეთ ვისაც ვისაც სამაგალითო და ქართული ოჯახი აქვს...არც ერთი..და მრავალჯერ ოჯახდაგრეული,სხვისი ოჯახის დამანგრეველი და ზოგიც- კაცებზე მონადირე შოუს წამყვანი რატომ მოიწვევს ტრადიციულ ქართველ ან კაცს ან ქალს ხშირად? უნდა ახლა მას ასეთი ადამიანების აზრების მოსმენა? ჯურნალისტების ბრალია რა დომხალიცაა საქართველოში...
18:00 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გელა
მარტალი ხარ გივიიიი.
17:55 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტინა
გაიხარეარე არ მეგონა ასეტი ტრადიციული ტუ იყავი
17:48 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტინა
მაგარია გივი ასეტ ტრადიციული არ მეგონა
17:45 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS