19 მარტი, 2014
''ჩემს უბანში უმრავლესობა ბოზი ცხოვრობს...''
სად არის ქართველი ქალი, ქართველი გოგო? მთელი ტელევიზია პროპაგანდას უწევს ქალის ბოზობას და კაცის ''პედერასტობას'' გივი სიხარულიძეს შინ სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე სასაუბროდ ვეწვიეთ, ინტერვიუმ ემოციურ ფონზე ჩაიარა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ შეკითხვით მიგვემართა ბატონი გივისთვის, პირველი კითხვა თავად დაგვისვა... როგორც ყოველთვის, რესპონდენტის საუბრის მანერა, სტილი და მის მიერ ევროპული ქვეყნის ლიდერის შეცვლილი სახელი უცვლელად დავტოვეთ.

- სტერეოტიპებს თქვენ რას ეძახით?
- საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე...
- ვფიქრობ, რომ საქართველოში და არა
მარტო აქ, არამედ მთელ მსოფლიოში, საზოგადოება არ არსებობს. როდესაც ანჟელა მერკელი, ამხელა ქვეყნის კანცლერი, თავის ჰომოსექსუალ მინისტრს ულოცავს კაცზე გათხოვებას, რაზე, რომელ საზოგადოებაზე, რომელ მორალსა და შინაგან მრწამსზე მელაპარაკებით... როდესაც ამხელა მნიშვნელობის ადამიანი კაცის კაცზე გათხოვებას მიესალმება, მსოფლიოს, ბავშვების, ახალგაზრდების თვალწინ, მივიჩნევ, რომ მსოფლიოში საზოგადოება არ არსებობს.
- თქვენი დამოკიდებულბა გასაგებია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აგრესიის გამოხატვა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ სწორია?
- არა. არ შეიძლება, რაიმე სახის აგრესია გამოიხატოს ასეთი ადამიანების მიმართ. ნურავინ იტყვის, რომ გეები თუ ლესბოსელები ავად არ არიან, ისინი კარგად მყოფები არ გახლავან, ამიტომ მათ მკურნალობა სჭირდებათ. ჩემს მეგობარს, რომელსაც, ვთქვათ, აქვს კიბო, მე მივაგდებ? ვაგინებ? ვცემ?!. არა, პირიქით, თავს მოვიკლავ, რომ რამენაირად შევუმსუბუქო მდგომარეობა. შესაბამისად, ასე უნდა მოვექცეთ ამ ხალხსაც, არ უნდა წამოვაძახოთ, შენ გეი ან ლესბოსელი ხარ, ავადმყოფს მოფერება და ხელშეწყობა უნდა, ამიტომაც ყოველგვარ აგრესიას გამოვრიცხავ, მაგრამ თავად ასეთი ადამიანები ნუ არიან აგრესიულები ჩვენნაირი ხალხის მიმართ.
- რამდენიმე წლის წინ ქართულ ტრადიციებში მამაკაცი და საყურე არ ჯდებოდა.
- და ახლა როგორ ფიქრობთ, ჯდება? მე გეკითხებით თქვენ, როგორია მამაკაცი საყურით, პომადითა და მანიკიურ-პედიკიურით? არ ჯდება ეს ჩემს ხასიათში და თუ ეს ჩემთვის მისაღები გახდა, ჩათვალეთ, გარდავიცვალე...
- რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.
- ჩემი პასუხი ამაზე ასეთია, ვემხრობი, რომ ყველა ქალმა იმუშაოს ტრაქტორისტად, მძღოლად კომბაინზე, თოხი აიღონ ხელში და დღე და ღამე ვირივით მუშაობაში გაატარონ. მამაკაცები ამას აკეთებენ ოჯახის შესანახად, ქალებს ხომ უნდათ გენდერული თანასწორობა, ჰოდა, იმუშაონ კაცებივით და ნუ უჩნდებათ სურვილი, იყვნენ მინისტრები, დეპუტატები და ა.შ. გენედერული თანასწორობა ასეთი ვიცი მე! აბა, ისაა გენდერული თანასწორობა, ცოლი რომ რვაჯერ სცემს ქმარს და კაცს რომ თინა ჰქვია და მის ცოლს ჟორა?! ქალი, რომელსაც მართლა ჭკუა აქვს თავში და ქმარი მართლა უყვარს... მაგრამ დღეს ვის ვინ უყვარს?! რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი, ესაა მასხარაობა, ჩართეთ ტელევიზორი, ბოზობის მეტზე არაფერზე ლაპარაკობენ. ჩემს უბანში უმრავლესობა ბოზი ცხოვრობს, ერთი ქალია პატიოსანი მხოლოდ, ჰოდა, იმ ბოზების ბავშვები ამ ქალს რომ დაინახავენ, ასე აბრაზებენ, წესიერო, წესეიროო, ადრე ბოზობა იყო სირცხვილი და ახლა წესიერებაა სირცხვილი, აი, რა დონეზე დავეშვით.
- ტელევიზიით სექსის პროპაგანდა ახსენეთ, ამ მხრივ გასული კვირა დატვირთული იყო.
- თუ მამაკაცად დაიბადე, სექსს რა პროპაგანდა უნდა, მითხარი? ახლა ეკრანზე ქალები წამოხდილი კაბებით რომ სხდებიან, როგორ ფიქრობთ, ამით ვის აღიზიანებენ? ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვა, მაგით გააღიზიანებენ ''ხურუშიანებს'', ვისაც ინსტინქტები დაქვეითებული აქვს. ვინც ნამდვილი მამაკაცია, ის ამით არ გაღიზიანდება, მეტიც, შეიძლება, შუბა ეცვას ქალს კოჭებამდე და ამით მიიპყროს კაცის ყურადღება, თუ ის მართლა მოსაწონია.
- კითხვა ისევ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრზე მინდა დაგისვათ.
- (მაწყვეტინებს) ძალიან გთხოვთ, ჩემთან საზოგადოებას ნუ ახსენებთ, სააკაშვილის მთავრობა ეზიზღებოდათ, მეც ვამბობ, რომ ძალიან ცუდად იქცეოდნენ, მაგრამ რა გააკეთა ახალმა მთავრობამ? ისევ იგივე ხალხია ტელევიზიაში, ისევ ის ბურჭულაძე ჩანს, რომელიც ძირითადად დედამისზე წერს, ისევ ის ბუღაძეები და დეისაძეები გვესაუბრებიან ეკრანიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ იცვლებიან მხოლოდ თანამდებობის პირები, ქვეყანას ისევ ევროკავშირიდან და ამერიკიდან მოგზავნილი აგენტები მართავენ. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ამერიკელ მშრომელ, ვაჟკაც ხალხს უდიდეს პატივს ვცემ. თქვენ არ იცით, როგორ იცავენ ოჯახის სიწმინდეს, მიყვარს ამერიკელი ხალხი, მაგრამ არა ამერიკული პროპაგანდა.
- ჩვენს ქვეყანაში დარღვეულია ოჯახის სიწმინდე?
- ზოგიერთ ჩემს მეგობარს ისეთი ოჯახი აქვს, მინდა, მათ ცოლებს ფეხები დავუკოცნო, მაგრამ ასევე მყავს ამხანაგები, რომელთა ოჯახებშიც ცოლი გამთენიისას ბრუნდება შინ და ქმარს ეუბნება, შენი სადღეგრძელო რვაჯერ დავლიეო, ამ ტიპს კი ამ დროს ''ჩეფჩიკით'' სძინავს. მე თუ მკითხავთ, ცოლ-ქმარს შორის იცით, რა ურთიერთობა უნდა იყოს? ცოლი დღედაღამ უნდა ფიქრობდეს, რომ ქმრის მონა იყოს, არადა, რეალურად ამ დროს, ჭკვიანი ქალი მონად იხდის ქმარს, როცა კაცი ხედავს, რომ ცოლი თვალებში შესციცინებს და მზადაა, მისთვის სიცოცხლე გასწიროს, ნაღდი ვაჟკაცი ასჯერ მისი მონა გახდება.
- თუმცა ასეთ მონად ქცეულ ქალებსაც ხომ ღალატობენ?
- კი ბატონო, მაგრამ ეს ღალატი არაა, ესაა ''ტინგიცობა'' და ამას ჩემს თავზე ვამბობ. ყველაზე მაგარი კაცი არის ის, ვისაც შეუძლია ერთი ქალის ერთგულება.M მე როგორიც ვიყავი, ისეთ კაცებს ვეძახი მომაკვდავ პეპლებს, რომლებიც ერთი მცენარიდან მეორეზე ინაცვლებენ და იდიოტობის გარდა არაფერი რჩებათ ცხოვრებაში.
- ქართველი ქალის ფენომენი დღევანდელ ცხოვრებაში ცოტა უფრო განსხვავებულია, ვიდრე ეს 20-30 წლის წინ იყო.
- რა ''ცოტა უფრო'', მაშაყირებთ? სად არის ქართველი ქალი, ქართველი გოგო? მთელი ტელევიზია პროპაგანდას უწევს ქალის ბოზობას და კაცის ''პედერასტობას''. თუ ადამიანს უნდა, იყოს ნამდვილი ქართველი ქალი, ის უნდა იყოს ბოზი, ნამდვილი ვაჟკაცი კი - ''პედერასტი'', ესაა დღევანდელი მოსაზრება. სწორედ ამის გამო წამიხდა ყველანაირი შეხედულება და საზოგადოება - ეს სიტყვა მეზიზღება, ესაა იდიოტიზმი.
- რაც შეეხება აკადემიად წოდებულ ქართულ სუფრას.
- დღევანდელი ქართული სუფრა აკადემია კი არა, ყველანაირი საზიზღრობაა, რაც მსოფლიოში არსებობს. თუ სუფრასთან თანამდებობის პირი ან ფულიანი ტიპი გამოჩნდება, იწყება მისი დღეგრძელობა, დანარჩენი ნაძირალები, ჩემი ჩათვლით, კი ვუგზავნით დითირამბებს, ოღონდ ვასიამოვნოთ. დღეს ქართველი მამაკაცი მსოფლიოს შემარცხვენელია, არავითარი მორალი აღარ არსებობს, მიმიფურთხებია ქართული სუფრისთვის, დღევანდელი ქართული სუფრისთვის, თორემ არსებობენ იშვიათი თამადები, რომელთა მოსმენასაც არაფერი სჯობს, გასუსული უსმენ და ფიქრობ, ღმერთო, ნეტავ, არ დაასრულოს საუბარიო.
- ა-ლა-ფურშეტი...
- ჩემი აზრით, ა-ლა-ფურშეტი ეს არის ყველაზე დიდი კრეტინიზმი, რაც არსებობს და ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. ფეხზე დამდგარი ცხენები ან ჯორები ქაღალდისგან გაკეთებული თეფშებიდან ''იბლაყნებიან'' რაღაცას, იპრანჭებიან, არადა, ესაა საძაგლობა.
- დასასრულ, ტრადიცია, რომელიც გამორჩეულად გიყვართ ქართული ტრადიციებიდან.…
- არც ერთი ტრადიცია აღარ მიყვარს და აღარ მომწონს, რადგან ყველაფერმა დაკარგა თავისი ხიბლი და არსი. მოსკოვში ცნობილი ქურდი, პირდაპირ დაგისახელებთ მის გვარ-სახელს, ჯემალ ხაჩიძე, რომელიც აზანზარებდა მთელ ''პრესტუპნი მირს'', შევარდნაძის პერიოდში ისვენებდა ქობულეთში ოჯახთან ერთად, ამ დროს მეც იქ ვიყავი სასტუმრო ''ივერიაში''. ვხედავ, მას აკითხავენ და ხელზე ეამბორებიან რაიკომის მდივნები, მინისტრები, თანამდებობის პირები, ვაა, ვიფიქრე, ვიღაც ატომშიკი, აკადემიკოსი ჩამოვიდა-მეთქი, თურმე, რას ამბობ, კანონიერი ქურდი ბრძანდება ქობულეთში და მასთან მუხლებზე დაჩოქილები მიდიან, იშლება პურ-მარილები იახტებზე და ა.შ. ამ დროს თხილის ფოთოლაფარებული მინისტრის შვილები მთელი ღამე ბუნგალოში ცეკვავენ, შევარდნაძის მინისტრებს, ამ კრეტინებს, სძინავთ, ყველაზე არ ვამბობ ოღონდ ამას, არის ერთი ამბავი და ამ დროს ვუყურებ ამ ქურდის ოჯახს - ცოლს, შვილს, რძალს, რამხელა მოკრძალება და პატივისცემა აქვთ მშობლების მიმართ, როგორი უბრალოები, პატიოსნები არიან და ამ დროს ჩემს თავს იცი, რა ვუთხარი? შევარდნაძის მაგივრად ერთი ჯემალა ხაჩიძისნაირი ქურდი გახდეს იქნებ პრეზიდენტი და ამ საქართველოს ეშველოს რამე-მეთქი, დადგეს პატიოსნება, გაიზარდონ წესიერი ბავშვები. სულ ვფიქრობდი, ნეტავ, ეს ჯემალა ''ჭამს'' თუ არა ამ მინისტრების ხელზე ამბორს-მეთქი, მაგრამ ჩემს წიგნშიც დავწერე, რომ ეს ადამიანი თანამდებობის პირების ლაპარაკს ტვინში ივლებდა და ზიზღით აფურთხებდა.
ჩვენ იცი როგორი ხალხი ვართ? ვყვირით - ედუარდ, ედუარდ, მიშა, მიშა, ბიძინა, ბიძინა, მერე იქნება ავთო, ავთო და ამ ყვირილში სახელმწიფო ხელიდან გვეცლება. ჟირინოვსკი, ეს ჭკუით დატენილი კაცი, რომელიც ყოველთვის პუტინის სათქმელს ამბობს, რომ გაჰკივის, გუბერნიებად დაიშლებითო, ზუსტად ეს გვიწერია, სრული ჭეშმარიტებაა. არც ერთ მთავრობას პატივს არ ვცემ, არც წინანდელს, არც ახლანდელს, საქართველო დღეს დგას პატრიარქის მხრებზე და ეს ღერძი თუ მოწყდა, ჩვენც დავიღუპებით. ეკლესიაში სულ ანგელოზები კი არ არიან, ბევრი ცუდიც ხდება, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენმა მამა-პაპებმა შემოგვინახეს და ჩვენი გადარჩენა სარწმუნოების ძლიერ ფესვებზე დგომაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
ლელა
ძალიან ზუსტი განმარტებები გაქვთ მაგრამ.....თქვენც ლომის წილი მიგიძღვით ამ ყველაფერში.....არც თქვენ ამბობთ სხვადასხვა ტელევიზიებში სტუმრობაზე უარს როცა იქ თავიდან ბოლომდე "ბოზების" კამანდა ზის...როგორ ოსტატურად ხან ეფლირტავებით ხან ვითომ ეკამათებით და საბოლოოდ "კრება რცება მხიარული",,,თქვენ გავიწყდებათ რომ ქართველები კომფორმიზმმა წაშალა და გადააგვარა და ის 14 15 წლის ბავშვები შესცქერიან ამ ყოველივეს და მათ ტვინში ილექება ნელნელა თუ ისე ჩავიცვავ თუ ისე მოვიქცევი უფრო წარმატებულიც ვიქნები და ლამაზიც....და ეს ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია......აი ამიტომ დაიკარგა წესიერება და პატიოსნება.........თქვენ ქართველმა კაცებმა ვერ დააფასეთ ქალის პატიოსნება ხოდა ახლა ეძებონ წესიერები...კაცი? რომელი კაცი მთელი ოჯახის სიმძიმე ქალს რომ აჰკიდა და საღამოს ლოგინში უფრო დასვენებული და მოვლილი ქალი ურჩევნია.......აი ეს არის ქართველი კაცი.........ნუ მიწყენთ.......მეც მინახიხართ როგო ვნებიანად უყურებთ ხოლმე ლამაზ ქალბატონებს ..მახსოვს რუსთაველზე ცემს მამიდაშვილის ბავშვთან ერთად შემოვედით კაფეში და როგორ მიაშტერდით 18 წლის გოგოს 50 წლის კაცი ვნებიანად ავხორცად.....ვიცი რომ ლაპარაკი გეხერხებათ მაგრამ არ მგონია თქვენ მასე იქცეოდეთ როგოებიც გინდა რომ იყვნენ ქართველი კაცები...მაპატიეთ თუ ცუდად გითხარით სათქმელი...
22:02 / 21-09-2018
გამოხმაურება / 0 /
******
ეტყობა, მთელმა უბანმა, მისგან აიღო მაგალითი... სხვების ლანძღვა გინებაში უდაოდ მსოფლიო ჩემპიონობას ვიმსახურებთ...
11:14 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
გიდი
მართალი კაცი ხარ გივი... ერთადერთი რაც მინდა ვთქვა ისაა რომ საპატრიარქოც ცუდად ჩაითრიეს პოლიტიკაში და მაგათი საქმეც უკან მიდის..ზოგიერთი,ორი ბატონის მსახური ჯიპიანი ანაფორიანებით ამ მშიერ და უმუშევარ ხალხს ყელში აქვს პოლიტიკა
11:43 / 27-05-2016
გამოხმაურება / 0 /
eliso lataria
მთელი საქართველოს ქალების პატიოსნებას მხოლოდ თქვენი უბნის სტატისტიკით ნუ გაზომავთ, ბატონო გივი. ღვთის მადლით მთლად ასე არაა საქმე საქართველოში და მთელი საქართველო თბილისი არაა, თუ თქვენს უბანში ერთია მხოლოდ პატიოსანი(როგორც თქვენ აცხადებთ)ჩემს უბანში პირიქითაა, ოღონდ მე პროვინციაში ვცხოვრობ და არ ვიცი აქაური სტატისტიკა თბილისელებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ, ბევრ რამეში გეთანხმებით, მაგრამ მაქვს პრეტენზია წესიერ, პატიოსან, ერთგულ ქართველ ქალობაზე და თქვენი სტატიით ცოტა შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
00:29 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
მთავარი უბედურება იმაშია, რომ ეს ტელევიზიები და მახინჯი პროპაგანდა ზრდის დამახინჯებულ ტაობას, რომლებიც ვერ შეადარებენ ერთმანეთს რა როგორი იყო.პირდაპირ ასეტებს ხედავენ და მიაჩნიათ რომ ასე უნდა იყოს. რომ დაჯდება მკერდი და კიდევ მეტი უჩანდეს, მან არ იცის რომ ეს საზიზღრობაა, ჩნვენ სანამ ვიქნებით კი ბატონო ვიხსენებთ როგორი უნდა იყოს ქალი, რატომ უნდა ქორწინდებოდეს ქალი და კაცი. ამათ ესეც გაუკვირდება თუ ჩვენ რატომ გვიკვირდა.ამას ეზახიან ევროპას. ასეთ ევროპელობას მკვდარი ქართველობა მირჩევნია და ბატონო გივიმამაკაცური სიტყვის თქმა ბევრ კაცს, თქვენგან განსხვავებიტ ჭიქას რომ აიღებს და ლაქლაქებს ის გონია
09:09 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS