04 ივნისი, 2019
„ასე მაინც მოგეფერები...“ - გიორგი გვარჯალაძის ემოციური მიძღვნა შვილს
დღეს დილით თბილისში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდა გოგონა მეშვიდე სართულიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ის ცნობილი მუსიკოსის, გიორგი გვარჯალაძის და ტელესახის, ლულუ კახიანის ქალიშვილია.
გარდაცვალებამდე ლენომ სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური პოსტი დაწერა, მისი მეგობრების გარდაცვალების გამო.

ლენოს ერთ-ერთი მეგობარი სალომე გველესიანის ვაჟი ნიკუშაა, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა.

„ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს.

ყველაზე მეტად მიყვარხართ.

ყოველთვის მეყვარებით.

დამელოდეთ.

არსად წახვიდეთ.

მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით.

ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას.

მენატრებით.

მაძუგები forever“, - წერდა
ლენო 21 საათის წინ სოციალურ ქსელში.

შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები ახლახან გააზიარა გიორგი გვარჯალაძემ და დაწერა:

„ასე მაინც მოგეფერები, Lenø ლამაზო და ტკბილო".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS