03 ივნისი, 2019
რატომ ატარებს ბალენსიაგას სათვალეს, რატომ ჩავარდა დეპრესიაში და როგორ დაიკლო წონაში მიხეილ სააკაშვილმა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, კიევში, საკუთარ სახლში დაბინავდა და ინტერვიუს ჩასაწერად ჟურნალისტიც სწორედ იქ მიიღო. როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტს მოუყვა, ერთსართულიანი სახლი დედამისის საკუთრებაა და ფართის სიმცირის მიუხედავად, მისთვის სრულებით საკმარისია. "ТСН" -ის ჟურნალისტს სააკაშვილი პრადას ფეხსაცმლით და ბალენსიაგას სათვალეებით დახვდა.


როგორც ჟურნალისტთან განაცხადა, მას ძვირიანი გარდერობის მიმართ ლტოლვა არ აქვს, თუმცა, 48 ზომა ფეხის გამო, უწევს, იყიდოს ის რაც, შეხვდება, რაც შეეხება ბალენსიაგას - ამ ბრენდის ნივთებს დემნა გვასალიასადმი სოლიდარობის გამო
იძენს.


სააკაშვილის თქმით, მან ბოლო წლებში 25-30 კილოგრამი დაიკლო, დაკლების მიზეზთან დაკავშირებით კი სააკაშვილმა ინტერვიუს დროს იხუმრა:

„მე ხომ სახურავებზე დავრბოდი. გახსოვთ? საუკეთესო დიეტაა - სახურავებზე დარბიხარ და კილოგრამებს კარგავ. სადღაც 25-30 კგ დავიკელი.“ - განაცხადა სააკაშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მაინცდამაინც რა დიეტა იყო ეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ გახდომა დეპრესიის დროს გადაწყვიტა:

„მე რეალურად გავხდი იმ დროს როდესაც მოქალაქეობა დავკარგე. აშშ-ში ვიყავი, დეპრესია და სტრესი მქონდა და ჩემ თავს ვუთხარი, რომ ჩემ მტრების ჯინაზე სუპერ გარეგნობა მექნებოდა. თავიდან დავიწყე ცოტა ჭამა, სპორტით დავკავდი, შემდეგ კი როდესაც უკვე კიევში დამაპატიმრეს, შიმშილობა გამოვაცხადე და 10 კგ-ზე მეტი დავიკელი. ეს კი მომეწონა, მაგრამ ციხეში მეტჯერ აღარ მინდა.“, - განაცხადა სააკაშილმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
ჩასკდი შენ! თავგადასავლების მაძიებელი!
09:37 / 07-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS