არადა, ის საზოგადოებამ ერთ-ერთი სერიალით გაიცნო, სადაც მორიდებულ და შეუხედავ გოგონას ასახიერებდა. თინას პარალელურად საზოგადოების გაოგნება სხვებმაც გადაწყვიტეს და ამისთვის ყველაზე მარტივი მეთოდი გამოიყენეს.
ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი რამდენიმე
ეს კი იმით ახსნა, რომ მისი სამოსი კავალისა და სხვა წამყვანი მოდის სახლების ბოლო ტენდენციაა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მთელი საქართველო, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, თინასა და მერსიზე ლაპარაკობდა. რატომ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას მსგავსი თემები? - "კვირის პალიტრა" ამ საკითხზე ცნობილ ადამიანებს გაესაუბრა; ჩვენი რესპონდენტები ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები არიან.
ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა თემურ წიკლაურმა თავისი მოსაზრება გაგვიზიარა: "ინტიმი არ განიხილება სახალხოდ. ხალხის რა საქმეა, ვის რა აწუხებს ან ვის ვინ უყვარს? სხვის ლოგინში ჩახედვა და სხვის ცხოვრებაში ქექვა არა მგონია ნორმალური იყოს. ეს გოგონა ავადმყოფია და ამ თემაზე რომ ამდენს ლაპარაკობს საზოგადოება, ეს ტრაგედიაა. იქნებ სხვა სახის გამოცდილებაც აქვს, ყველაფერი უნდა გვითხრას? ვაი საქართველო! იმის მაგივრად, ჩვენი სინდის-ნამუსი დავიცვათ, ასეთ თემეზე ვლაპარაკობთ მთელი კვირა. სირცხვილია! ბარემ რუსთაველზე ჯიხური დადგან და გამვლელ-გამომვლელს ჩახადონ! მაინცდამაინც ეს არის დემოკრატიაა?!"
გიორგი ნაზღაიძე, ტელეწამყვანი: "ამ ადამიანმა სულ სხვა გაგებით თქვა და სულ სხვანაირად აღიქვეს. რომც არ ეთქვა სხვანაირად, ეს მისი საქმეა და მომწონს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს.
იხილეთ სრულად