31 მაისი, 2019
"უნამუსოდ გამინადგურა ოჯახი, ასეთი შვილი მიწაში ჩამიწვინა და მე უნდა გავჩერდე? ეს გამორიცხულია!"
30 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი უდანაშულოდ ცნო. მას პროკურატურა ბრალად სდებდა ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპნენ NISSAN TIDA-ში მსხდომი გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და ნუცას მეგობარი ანი ჩხაიძე. BMW X5-ში მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მძიმედ
დაშავებული კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.

kvirispalitra.ge გიორგის მამას, მალხაზ პაპასკირს დაუკავშირდა. მან აღშფოთება ვერ დამალა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და როგორც გვითხრა, სიმართლისთვის ბრძოლას გაათმაგებული ძალებით გააგრძელებს.

მალხაზ პაპასკირი:
- ამ განაჩენით ერთხელ კიდევ გამოჩნდა, რომ ეს ქვეყანა არ არის. ეს არის უნამუსო ქვეყანა, სადაც სამართალი არ არსებობს! მე პირადად, ამიერიდან, ამათი მტერი ვარ. პროცესზე არ ვყოფილვარ, ამათი გამძლები არ ვიყავი. აქამდე თუ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავი, ამიერიდან ესენი ჩემთვის აღარ არსებობენ! ასე უნამუსოდ გააკეთო და მოაგვარო ყველაფერი, არ მინახავს. მე, მალხაზ პაპასკირს ამათი სახელის გაგონებაც არ მინდა და ყოველთვის ამათ წინააღმდეგ წავალ. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს.

"უნამუსოდ გამინადგურა ოჯახი, ასეთი შვილი მიწაში ჩამიწვინა და მე უნდა გავჩერდე? ეს გამორიცხულია!"
- ბატონო მალხაზ, სავარაუდოდ, ელოდით ასეთ განაჩენს... ახლა რას აპირებთ, ბრძოლა გაგრძელდება?
- ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და საქმე აუცილებლად გადავა სააპელაციოში. თვითონ პრეცედენტია საშინელი. აქ მარტო ჩემს შვილზე აღარაა საუბარი. მე არასდროს მითქვამს, რომ მკვლელი უნდა დასჯილიყო, მაგრამ ასეთი უნამუსობა, ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრა შეიძლება? მერე რატომ უკვირთ, რომ ესენი არავის აღარ უნდა?!
ქვეყანას, სადაც ასეთი ფარისევლობები ხდება, მე პირადად არასდროს დავუჭერ მხარს. ან იმას, კვირიკაშვილს რა ნამუსი აქვს? ნათქვამი მაქვს, როგორც კი მის უდანაშაულობას ბეჭედი დაესმება, მაშინ დაიწყება მისი უბედურება-მეთქი. ამათ ჰგონიათ, ასე იოლად გამოძვრებიან. ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას ღმერთი იოლად არავის პატიობს. რაც ახლა მოხდა და რაც ამათ გააკეთეს, ამის შემდეგ რომელ მორალზე, რომელ კანონზე და რომელ წესიერებაზე უნდა ილაპარაკო?

ბოდიში და, ეს არის გათახსირებულების ქვეყანა. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ პროცესებს გათახსირებულები მართავენ.
ოჯახი განადგურდა, 5 წლის ბავშვი დარჩა უპატრონოდ და რა ნამუსით უნდა იაროს ამ მამაცხონებულმა ქუჩაში?!

ელემენტარული, ნამუსის ძარღვიც ხომ არსებობს? პირობით სასჯელს მაინც ველოდი, ბოლომდე არ მჯეროდა ასე სუფთად რომ გამოვიდოდა ეს თავხედი! განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ფიქრია-ს
სპეციალურად რომ გაეკეთებინა, მაშინ სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯათ, ჰოდა რაც ეკუთვნის, 3-5 წელი ჩაჯდეს, ხომ დააშავა გადააჭარბა სიჩქარე და ხალხი დაიხოცა, გაუფრთხილებლობით. რა, პატიმრობა ცხოვრების დასასრული ხომ არაა, მონანიებაზეა აქ ლაპარაკი, და როგორ უნდა დაარწმუნო შვილმკვდარი მშობლები, რომ ინანიებ, როცა ადვოკატებს ქირაობ და ციხეში ჩაჯდომას თავიდან იცილებ. ციხეში რა ადამიანები არ არიან და არ ცხოვრობენ?
17:11 / 05-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ეს რა ქვეყანაა, სად არის სამართალი?!!! ფთუ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
12:54 / 02-06-2019
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ერჩივნა ეღიარებინა დანაშაული, და ჩამჯდარიყო ციხეში რამოდენიმე წლით. ჯობს ამ ქვეყნად მოეკითხოს დანაშაული ვიდრე იმ ქვეყანაში
18:58 / 31-05-2019
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ერჩივნოს აღიაროს დანაშაული და ჩაჯდეს ციხეში. განზრახ მკვლელობას არავინ აბრალებს. ჯობია აქ მოეკითხოს, ვიდრე იმ ქვეყნად.
18:54 / 31-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
რამ გაგაბოროტად ასე ...ამ კაცს ხომ ეს ყველაფერი სპეციალურად არ გაუკეთებია მანაც დაკარგა მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვებს სწირდებათ მეურვე რომ დაიჭირონ შენ სარგებელს ნახავ რამეს?შენი შვილი გაცოცხკდება მაგის ციხეში ყოფნით?თუ რა შეღავათი გექნებათ ასე რამ.გაგამწარა შე კაი ადამიანო ცოდვა მადლი არ გაგაჩნია
15:34 / 31-05-2019
გამოხმაურება / 1 /
სარა
ცოდვა-მადლი რომ გაგაჩნდეს შენ თვითონ, ამ ტუტუცურ კომენტარს არ დაუწერდი შვილმკვდარ მშობელს, ცოტა თავი გაატოკეთ სანამ რამეს დაწერთ.
02:53 / 06-06-2019
TOPS