24 მაისი, 2019
პირობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არ დაარღვია
პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­შიც არის რამ­დე­ნი­მე მკვეთ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე, რო­მლებიც პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მიღ­მა, სა­კუ­თა­რი ჩაც­მის სტი­ლითა და გე­მოვ­ნე­ბით იქ­ცევენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით თავს ვერ გვა­წო­ნებს და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი აქვს, მაგრამ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ევ­რო­პუ­ლი გავ­ლე­ნა მის ჩაც­მუ­ლო­ბას ყო­ველ­თვის ეტყო­ბო­და - უყ­ვარს ფე­რა­დი სა­მო­სი, შარ­ფე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, აქ­ტი­უ­რად უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს და ბევრ მათ­გან­თან თა­ნამ­შრომ­ლობს კი­დეც.
ერთი შე­ხედ­ვით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გარ­დე­რო­ბი აქვს, მაგ­რამ თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, ხში­რად იხი­ლავთ ერ­თსა და იმა­ვე სა­მოს­ში ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე. მა­გა­ლი­თად, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მიერ, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი სა­მო­სი, ზუ­რა­ბიშ­ვილს აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ზი­ტი­ს დროსაც ეცვა.


Rating

Rating
აშ­კა­რაა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­კუ­თა­რი გარ­დე­რო­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარს წი­თე­ლი ორე­უ­ლი (რომ­ლის დი­ზა­ი­ნე­რი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია), რად­გან ეს კოს­ტი­უ­მი რამ­დე­ნი­მე ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ეცვა - ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, შემ­დეგ კი პო­ლო­ნელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რი­სას.

Rating

Rating

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი აც­მე­ვენ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს. რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ გვი­თხრა, მისი საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი არი­ან: ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე, ქეთი ჩხიკ­ვა­ძე, სოფო ეს­ტა­დაშ­ვი­ლი, გვან­ცა ჯა­ნა­შია და სხვე­ბი. პრე­ზი­დენ­ტი ცოტა ხნის წინ, თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ მო­დის კვი­რე­ულ­საც და­ეს­წრო, სა­დაც თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვას სა­მო­სით მო­ი­ხიბ­ლა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებს მას­თა­ნ თანამშრომლობას.

დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლად გა­სულ წელს ითა­ნამ­შრომ­ლა. მას­თან მო­დელ­მა თაკო ჩხე­ი­ძემ მი­იყ­ვა­ნა და შვი­ლის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის ორი კოს­ტი­უ­მი შე­ი­კე­რა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS