22 მაისი, 2019
როგორ დასაჯა "ჩცდ"-ს მსახიობი სისტემამ, აგენტობაზე უარის თქმის გამო
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსახიერებული ბადრი კოლიას ნეგატიური როლი პირველია მსახიობ დავით დვალიშვილისთვის. მან როლის გამო მაყურებელში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.

– თქვენი ცხოვრების სიყვარულის ამბავიც გავიხსენოთ.

– ქუთაისში ყოფნის დროს, მოვეწონე ერთ გოგოს, მერე მეც მომეწონა. მალე დავქორწინდით, ორი შვილი გაგვიჩნდა. მერე აქ გადმოვედით. მაშინ ცოტა პრობლემები მქონდა „კაგებესთან“.

– რას გულისხმობთ?
– „ვერბოვკაზე“ ვთქვი უარი. ყველას სთავაზობდნენ, ზოგი ემსახურა, ზოგი – არა. მე უარი ვთქვი და ბინა არ მომცეს, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ყველამ თავის
ჭუჭყიან საცვალს მიხედოს, სხვას ნუ აბრალებენ რაღაცებს და საკუთარ თავს ანგელოზებად ნუ გვაჩვენებენ.

ძალიან ბევრმა არ თქვა უარი და კარგად ვიცი, ვინ ვინაა, მაგრამ ისე ამტკიცებენ საპირისპიროს, თვითონვე იჯერებენ. მე კი არა, ეგენი არიან არტისტები.

მახსოვს, ვიღაც კაცი მოდიოდა ხოლმე ჩემთან, სახლში – საშინელი მომენტი იყო, რომ დაინახავ და ტანში გცრის. კი არაფერს გვეუბნებოდა, მაგრამ ხომ ვიცოდი, რაც უნდოდა და ვინც იყო. იმ დროს ჩემი ცოლი აბარებდა, მოვიდა და ამბობს, მათემატიკაში ჩავიჭერი, ორიანი მივიღე. გაგებაში არ ვარ, რატომო. არადა, კარგად იცის ეს საგანი.

მოვიდა ეს კაცი, გაიგო ეს ამბავი და გვეუბნება, რა ორიანი, ოთხიანი აქვს მიღებულიო. გადავამოწმეთ, მართლა ოთხიანი ჰქონდა. მამაჩემმა ეს რა კარგი მეგობარი გყოლიაო. ამ დროს მე ტანში მცრიდა, რადგან ხომ ვიცოდი, რეალურად ამით „დავერიაში“ შემოდიოდნენ – ნიადაგს ამზადებდნენ და მერე მარტივად მოგაწერინებდნენ ხელს, მაგრამ უარი ვთქვი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS